FM97.5 / LIVE

რა ფართობი დაიწვა მესხეთის ტყეებში ხანძრების შედეგად

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 13.09.2017
ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის ფართობის ზუსტი ოდენობა ჯერ შესწავლილი არ არის. წინასწარი მონაცემებით, ბორჯომში ასობით, აბასთუმანსა და სვირში კი ათობით ჰექტარი დაიწვა;

რა ფართობი დაიწვა მესხეთის ტყეებში ხანძრების შედეგად

ბორჯომში 20-26 აგვისტოს აეროფოტოსურათების დეშიფრირების საფუძველზე, წინასწარი მონაცემებით 2017 წლის ხანძარის ფართობი 232 ჰა-ს შეადგენს. როგორც გარემოსდაცვის სამინისტროში გვიხსნიან, ხანძრის გავრცელების მთლიანი პერიმეტრი 757 ჰა-ს შეადგენდა, თუმცა აქედან 525 ჰა 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორია იყო და აქ ტყის მასივი 2008 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა.

რაც შეეხება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანს, პირველადი მონაცემებით აქ ხანძარი 20 ჰა-ზე მეტ ფართობზე იყო გავრცელებული.

„ცეცხლი წიწვოვან, ფიჭვნარ ტყეში გაჩნდა. ძირითადად დაიწვა ბალახი და ძირსნაყარი ტოტები. საფრთხე არ შექმნიათ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველებს“, – აცხადებენ გარემოსდაცვის სამინისტროში.

სვირში კი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დაახლოებით 2–ჰა ფართობი დაიწვა.

„ნახანძრალი ფართობების ზუსტი მონაცემი, მათ შორის დაზიანების კატეგორიების მიხედვით, ცნობილი გახდება მხოლოდ დეტალური საველე შესწავლის შედეგად, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში განახორციელებს“, – აცხადებენ გარემოსდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჯერ ბორჯომში, შემდეგ კი ახალციხესა და ადიგენში ტყეები იწვოდა. ბორჯომში ტყეში ცეცხლს ექვსი, ახალციხეში სოფელ სვირში ოთხი, აბასთუმანში კი ხუთი დღე ავიაციით, მძიმე ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ებრძოდნენ;

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ურაველში ხანძრის შედეგად 4 ჰა–მდე ფართობი დაიწვა
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
ხანძრის შედეგად არჯულის მთაში 16 მეასედი ტყის მასივი დაიწვა
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია