FM97.5 / LIVE

„ევროპულმა საქართველომ“ ასპინძასა და ადიგენში მერობის კანდიდატები წარადგინა

მთავარისიახლე, არჩევნები, საზოგადოება 08.09.2017
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ასპინძაში მერობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე, ადიგენში კი გელა სარაშვილი წარადგინა.

„ევროპულმა საქართველომ“ ასპინძასა და ადიგენში მერობის კანდიდატები წარადგინა
ახალციხისა და ბორჯომის შემდეგ პარტია „ევროპულმა საქართველო“ მერობის კანდიდატები ადიგენსა და ასპინძაშიც დაასახელა.დაბა ადიგენის ცენტრში, პარტიის მხარდამჭერები 15:00 საათისათვის შეიკრიბნენ. მერობის კანდიდატი მათ პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ წარუდგინეს.

შეხვედრის დასაწყისში შეკრებილებს გიგი უგულავამ მიმართა:„მიუხედავად იმისა რომ ადიგენი პატარა რაიონია, აქაც როგორც ყველგან პრობლემები იგივეა – უპატრონობა, მიტოვებულობა, გადაგდებულობის განცდა, რომელსაც ასხივებს „ქართული ოცნება“. ადიგენში პენსიის გაზრდა 25 ლარითაა შესაძლებელი და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ პირველ 100 დღეში განვახორციელებთ ამას“.

მან ადგილობრივებს ინფარსტრუქტურულ პრობლემებზეც ესაუბრა და ამომრჩევლებს დაპირდა, რომ მთავარი პრიორიტეტი კურორტ აბასთუმნის მოწყობა იქნება: „ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აბასთუმანი, რომელიც საქართველოს კურორტი იყო მიტოვებულია. მარტო იქ შეიძლება იმდენი სამუშაო ადგილი შეიქმნას, რომ მთელი ადიგენი სხვასხვა ფორმით დასაქმდეს, თუმცა ამ ყველაფერს ეს მთავრობა ვეღარ გააკეთებს, ამიტომაც ცვლილებები საჭიროა“.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ,“ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა მერობის კანდიდატად, ადგილობრივი გელა სარაშვილი წარადგინა. სარაშვილი 1997 წლიდან 2015 წლამდე შსს–ში სხვასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. ამბობს, რომ პარტიაში არასდროს ყოფილა და „ევროპულ საქართველოშიც“ ახლა გაწევრიანდა.

„ჩემი მთავარი პრიორიტეტი ხალხის გულისტკივილის მოსმენა და იმ პრობლემების მაქსიმალურად ამოწურვაა, რაც მათ გააჩნიათ. ყველა სოფელში ბერი პრობლემაა, ამ ყველაფერს შევისწავლით, მთავარ პრიორიტეტებს ჩამოვაყალიბებთ და დავიწყებთ წინა საარჩევნო კმაპანიას“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ადიგენში ადგილობრივები კარგად იცნობენ და ამიტომ არჩევნებში გამარჯვების შანსიც აქვს.

„ევროპულმა საქართველომ“ ასპინძასა და ადიგენში მერობის კანდიდატები წარადგინა

ადიგენის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ასპინძაში გადაინაცვლეს და ადგილობრივებს ასპინძის მერობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტში ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე წარუდგინეს. ლონდარიძე დეპუტატობის მანდატისათვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც იბრძოდა. გარდა ამისა, იგი წლების განმავლობაში თავდაცის სამინისტროში სხვასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა.

„ასპინძელებს სჭირდებათ რეალური ცვლილებები, იმისათვის, რომ დღევანდელი ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი თვითმმართველობები, რომლებიც ხალხს მოემსახურება და არა პირიქით. ჩვენი დაპირებები განეკუთვნება იმ ადამიანებს ვინც ნამდვილად საჭიროებს დახმარებას, განსაკუთრებით ვიზრუნებთ ახალგაზრდების პრობლემებზე და მათი დასაქმების კუთხით გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ასევე ასპინძაში ტურიზმის განვითარება“, – განაცხადა ლონდარიძემ წარდგენისას.

„ევროპულ საქართველო" მერობის კანდიდატებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უახლოეს დღეებში წარადგენს.

„ევროპულმა საქართველომ“ ასპინძასა და ადიგენში მერობის კანდიდატები წარადგინა


[ლუბა გიორგაძე, ადიგენი –ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი დაასახელა
‘ნაციონალურმა მოძრაობამ’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძელებს მერობის კანდიდატი წარუდგინა
‘ევროპულმა საქართველომ’ დამფუძნებელი ყრილობა გამართა