FM97.5 / LIVE

რის მიხედვით შეირჩა ახალციხეში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები

მთავარისიახლე, არჩევნები 03.09.2017
N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიის წევრები აირჩია. ოპოზიციის ნაწილმა აპლიკანტების ურავლესობას უარყოფითი შეფასება მისცა;

რის მიხედვით შეირჩა  ახალციხეში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები
N37-ე ახალციხის საოლქო კომისიაში არჩევნები დღეს, 3 სექტემბერს 4 საათზე მეტ ხანს, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. საოლქო კომისიამ 35 უბანზე 6–6 წევრი 385 აპლიკანტს შორის აირჩია.

საოლქო კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან, ლელა შუბითიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“, თამარ მღებრიშვილმა „ქრისტიან კონსერვატორებიდან“ და ეკა ჩიტაშვილმა „ევროპული საქართველოდან“, არა ერთ უბანზე კონკურსანტების უმრავლესობა გადახაზეს.

„წინააღმდეგი ვიყავი იმიტომ რომ ვიცოდი კომისიას წინასწარ ჰყავდა საუბნო კომიის წევრები შერჩაეული, ამიტომ ოპოზციის არჩევანს აზრი აღარ ჰქონდ“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ლელა შუბითიძემ.

შეკითხვაზე, თუ რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, გვიპასუხა: „აქ რეალური ოპოზიცია იყო მხოლოდ ორი პარტია,“ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

რაც შეეხება „ევროული საქართველოს“ წარმომადგენელს ეკა ჩიტაშვილს, ამბობს რომ არჩევანი კვალიფიციურ კადრებზე გააკეთა: „წელს სარჩევნო უბნებზე ბევრი ადამიანი განმეროდა. ვისაც ვიცნობდი და ვისი კომპეტენციაც ვიცოდი შემოვხაზე, ვისაც არ ვიცნობდი არა“.

ცნობადობის მიხედვით გააკეთა არჩევანი თამარ მღებრიშვილმა. როგორც თავად აცხადებს, მან 385 აპლიკანტიდან ხმა მხოლოდ ოთხს მისცა: „სულ რამდენიმე ამომრჩეველი ვიცანი და შემოვხაზე. იყო უბნები, სადაც ძალიან ბევრს არ ვიცნობდი. ამიტომ ასე გადავწყვიტე“.

ოპოზიციის წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ, უკვირს N37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თეა გავაშელს. მისი განცხადებით წელს ბევრი ახალი აპლიკანტი იყო, მათი ოდენობა კი არც ისე მცირე, ამიტომ კომისიის წევრებს არჩევანი დიდი ჰქონდათ.

„თუ ძველი და გამოცდილი კადრები არ იყო უბანზე ისე მუშაობა რთული იქნება, მაგრამ ახალსაც თუ არ აირჩევ და არ მისცემ შანსს ის გამოცდილი ვერ გახდება, ამიტომ ისე შევარჩიეთ კადრები, რომ უბნები ძველი და ახალი კადრებით დაგვებალანსებინა“, – ამბობს გავაშელი.

მისი თქმით, იგი თითქმის ყველა კონკურსანტს ძველსაც და ახალსაც პირადად იცნობდა, ამიტომ არჩევანის გაკეთება არ გაჭირვებია: "სარასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაცია ატარებს საარჩევნო ტრენინგებს, ასევე გვაქვს საზაფხულო სკოლა, ადმინისტრატორის კურსები, ამიტომ ზედმეტ–ნაკლებად ვიცნობდით ყველას, ვისაც განაცხადი ჰქონდა შემოტანილი“.

კომისიაში შეტანილი განაცხადების მიხედვით გააკეთა არჩევანი კონკურსანტებზე, როგორც თავად აცხადებს, კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ნათია დევაძემ: „ბევრი განაცხადი იყო შემოსული მაგრამ საკმარისი დრო გვქონდა საიმისოდ, რომ გავცნობოდით ყველა კონკურსანტის დოკუმენტს“.

კომისიის წევრები, უმრავლესობის ასევე ოპოზიციური პარტიებიდან, არ იზიარებენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წინასწარ რაიმე იყო განსაზღვრული, ან შეთანხმებული.

„წევრები უმრავლესობის გადაწყვეტილებით ირჩევა, ის ვისაც 7 ხმა არ ექნება, სუბნო კომისიის წევრი ვერ გახდება. იმ წევრებს მაგალთად, რომლებმაც გასულ წელს არჩევნებს კარგად ვერ გაართვეს თავი, წელს ხმა არ მივეცი, მაგრამ ასეთები უბნებზე მაინც მოხვდნენ, რადგან სხვებმა აირჩიეს და მათ დაუჭირეს მხარი“, – აცხადებს გავაშელი და ამატებს, რომ დაკომპლექტებული უბნების შემადგენლობით კმაყოფილია, რადგან ფიქრობს, რომ ბევრი კვალიფიციური წევრი შეირჩა.

6–6 კაციანი შემადგენლობით ახალციხის უბნები უკვე დაკომლექტდა, ახლა პარტიები თითო უბანზე 7–7 კაცს წარმოადგენენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა