FM97.5 / LIVE

შსს: აბასთუმანში ხანძრის ლიკვიდაციაში ირანული ვერტმფრენები ჩაერთო

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.09.2017
შსს–ს ცნობით, ამინდის გაუარესების მიუხედავად, აბასთუმანში ხანძრის ახალი კერები არ გაღვივებულა. ღამით, ორ ლოკაციაზე უმნიშვნელო დაკვამლიანება იყო, რისი ლიკვიდირებაც მალევე მოხერხდა. დღეიდან კი სალიკვიდაციო სამუშაოებში ირანული ვერტმფრენები ჩაერთო.

შსს: აბასთუმანში ხანძრის ლიკვიდაციაში ირანული ვერტმფრენები ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, თათბირი ჩაატარა. თათბირზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასეს, მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.

"ამ დროისთვის, ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სრულად ლოკალიზებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე გრძელდება ნიადაგის პრევენციული დამუშავება. კლიმატური პირობების გაუარესების მიუხედავად, არ წარმოქმნილა ხანძრის არც ერთი ახალი კერა. ღამით, ორ ლოკაციაზე უმნიშვნელო დაკვამლიანება დაფიქსირდა, რისი ლიკვიდირებაც დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადაში მოხდა", – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, ადგილზე რჩებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.

გარდა ამისა, დღეს საქართველოში ირანიდან ჩამოფრინდა 2 ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველთა 15 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში.

საგანგებო შტაბი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

შეგახსენებთ, აბასთუმნის ტყეში ხანძარი 29 აგვისტოს გააჩნდა. ხანძრის ლოკალიზება გუშინ, 31 აგვისტოს მოხერხდა.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლოკალიზებულია
შსს: აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაკვამლიანებაც აღარაა
აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთვება