FM97.5 / LIVE

შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი.

შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი

როგორც უწყებაში აცხადსებენ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

"ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში, გამთენიიდან ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. დღის მეორე ნახევარში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკვე გადმოკვეთა დახმარების მიზნით გამოგზავნილმა თურქეთის 1 ვერტმფრენმა. ხვალ თურქეთის რესპუბლიკა დამატებით კიდევ ერთ ვერტმფრენს და სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავს გამოყოფს", – აცხადებენ შსს–ში.

უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

საგანგებო შტაბი ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთვება
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
შტაბი: აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში ოთხი ქვეყნის ავიაცია ერთვება