FM97.5 / LIVE

აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკამ აბასთუმნის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო, რომელიც დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება.

აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთვება

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ღამით ისაუბრეს. უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა.

ამავდროულად, თურქეთის რესპუბლიკამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო, რომელიც დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება.

როგორც შსს–ში აცხადებენ, დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან. დახმარების სურვილი გამოხატა საფრანგეთმა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს.

აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. საგანგებო შტაბი 24 საათიან მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, მეორე დღეა აბასთუმანში ებრძვიან ხანძარს, რომელიც მიუვალ ადგილასაა გაჩენილი. გუშინვე ხანძრის ჩაქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩაერთო ვერტმფრენი. ღამით ვერტმფრენმა მუშაობა შეაჩერა, თუმცა, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. შსს–ს ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მისასვლელად.

ამ დროისთვის, მეხანძრე – მაშველებთან და მეტყევეებთან ერთად, ადგილზეა მუშაობენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ხანძარს, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჟერთა სრული შემადგენლობა ებრძვის. ქრობის პროცესში გუშინვე მოხალისეებიც ჩაერთვნენ. ადგილობრივები ცეცხლის კერეის ლოკალიზებას ნიჩბებით ცდილობენ.

აბასთუმანში გახსნილია სპეციალური შტაბი, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის ტერიტორიაზე 5–7ჰა ტყის ფართობია დამწვარი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა
შტაბი: აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში ოთხი ქვეყნის ავიაცია ერთვება
ვითარება აბასთუმანში – ფოტო და ვიდეო მასალა
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა