FM97.5 / LIVE

ადიგენში დამოუკიდებელ კანდიდატებს ერთი გამოეთიშა

მთავარისიახლე, არჩევნები 01.09.2017
ადიგენის საოლქო კომისიაში დარეგისტრირებული შვიდი საინიციატვო ჯგუფიდან, ერთმა რეგისტრაცია გააუქმა, შესაბამისად, გორგულის თემს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი აღარ ეყოლება.

ადიგენში დამოუკიდებელ კანდიდატებს ერთი გამოეთიშა

დღეს, პირველ სექტემბერს, საინიციატივო ჯგუფების მიერ საოლქოში ხელმოწერების მიტანის ვადა ამოიწურა. ადიგენის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული შვიდი საინიციატივო ჯგუფიდან, ერთმა საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა, ხოლო ორს ხარვეზი დაუდგინდა, რომლის გამოსასასწორებლადაც ორდღიანი ვადა აქვს.

„არის კანონით დადგენლი მოთხოვნები, რომელიც მკაცრად კონტროლდება, მაგალითად: ხმების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის ზუსტი მონაცემები, ზოგს ეს ქონდა დავიწყებული, ზოგს რიცხვები ქონდა არასწორად მითითებული, ზოგს ხელმოწერათა არაზუსტი რაოდნეობა აქვს. დაუდგინდათ ხარვეზი და დაუბრუნდათ გაბათილებული ნაწილი“, – განმარტავს ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ჯაბა მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, ერთმა, გორგულის თემის მაჟორიტარული ოლქის საინიციატივო ჯგუფმა კომისიას რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, მათი კანდიდატი თორნიკე გობერიძე იყო.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატი შვიდმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. აქედან ერთი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გამგებლის ყოფილი მოადგილე, მინდია ჯელიაა. ხოლო დანარჩენი ექვსი მჟორიტარობის კანდიდატები: დაბა ადიგენში ნუგზარ ქაშიბაძე, ბოლაჯურის თემში თენგიზ სხირტლაძე, გორგულის თემში თორნიკე გობერიძე,მლაშის თემში თამაზ დოხაშვილი და ლევან ლობჯანიძე, ხოლო ჭეჭლის თემში ჯიმშერ ბერიძე.

ადიგენის საოლქო კომისიას ხელმოწერების ნამდვილობის გადასამოწმებლად სამი დღის ვადა აქვს. ამის შემდეგ კი მხოლოდ ბოლო ეტაპი, თავად კანდიდატის რეგისტრაცია რჩება. თუ კანდიდატების დარეგისტრირდებიან, მაშინ, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ადიგენში 6 დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ექვსი საინიციატივო ჯგუფი დარეგსიტრირდა
ვინ არიან მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ადიგენში
ასპინძის გამგებელმა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა
ადიგენში მერობისთვის გამგებლის ყოფილი მოადგილე იბრძოლებს
ახალციხის საარჩევნო ოლქში 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
ასპინძაში  საინიციატივო ჯგუფებს  დოკუმენტებში   ხარვეზები არ დაუდგინდათ
მერობის 3 და მაჟორიტარობის 14 დამოუკიდებელი კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში