FM97.5 / LIVE

შს მინისტრი: თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, დღეს აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებული იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრიდან მესამე დღეს, აბასთუმანში ყველა ღია ცეცხლის კერა არის ჩამქრალი და თუ დღის ბოლომდე ამინდი ხელს შეუწყობთ, დღეს, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდება.

შს მინისტრი: თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, დღეს აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებული იქნება

"დილიდან ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა არის ჩამქრალი, ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და რაღა თქმა უნდა ცოცხალი ძალა. ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა, პირდაპირი კავშირია ვერტმფრენთან. კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ თუ სად უნდა დაისხას წყალი, ძალიან ეფექტურად მუშაობენ და თუ დღის ბოლომდე ამინდი შეგვიწყობს ხელს ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება", – განაცხდა მინისტრმა.

ამ ეტაპზე ისევ უცნობი რჩება რა ფართობზეა მოდებული ხანძარი.

"ცეცხლი როდესაც ქრება, დაკვამლიანება კიდევ უფრო მტი მოდის, ამიტომ, მოდი ნუ ვილაპარაკებთ ფართობზე, ლიკვიდაციის შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას",– განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, დღის დასაწყისში, აბასთუმანში არსებული ვითარების შეჯამებისას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ტყეში გაჭრილი გზების საშუალებით სახანძრო ტექნიკა უკვე მივიდა ხანძრის კერებამდე: "250–300 მეტრი კიდევ გაიჭრა, შევიდნენ მანქანები, გაიჭიმა მილები და უკვე ხდება კერების დამუშავება. ისე, რომ სრულიად მობილიზებული ვართ, ყველა ორგანო ჩართულია, კოორდინაციაში ვართ, ბიჭები უზრუნველყოფილი არიან საკვებით, ტექნიკა საწვავით, ყველა წინაპირობაა, რომ დღის ბილომდე ხანძარი იყოს ლოკალიზებული, თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შს მინისტრი მოხალისეებზე: მე ასეთი სულისკვეთება, ვერცერთ რეგიონში ვერ ვნახე
შსს: აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაკვამლიანებაც აღარაა
ახალი ამბები 12:00 საათზე – 31 აგვისტო [Audio]
ახალი ამბები სომხურ ენაზე – 31 აგვისტო [Audio]
ინფრასტრუქტურის მინისტრი: რთული კერა გვაქვს წაღვერში
აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში ჯერ არც ჯარი ერთვება და არც სხვა ქვეყნის ვერტმფრენი
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა