FM97.5 / LIVE

თვითმმართველობის არჩევნებს NDI-ს დელეგაცია დააკვირდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.08.2017
21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლების დელეგაცია დააკვირდება.

თვითმმართველობის არჩევნებს NDI-ს დელეგაცია დააკვირდება

გრძელვადიან დამკვირვებელთა დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 30 აგვისტოს განაცხადა.

მისია შედგება 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, საარჩევნო ექსპერტებსა და რეგიონის სპეციალისტებს წარმოადგენენ. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შედის ორი გრძელვადიანი ანალიტიკოსი, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას დააკვირდებიან.

"დელეგაცია საქმიანობას სექტემბრის დასაწყისში შეუდგება და საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გააგრძელებს. ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით განაწილდებიან, სადაც ადგილობრივ დონეზე მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან. არჩევნებამდე მისია ერთ შუალედურ ანგარიშს, არჩევნების დღის შემდეგ კი - მეორე ანგარიშს გამოსცემს. რაც შეეხება არჩევნების საბოლოო შეფასებას, იგი საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაიციის ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში განაწილდებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება. არჩევნების დღეს NDI-ის დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.

სადამკვირვებლო მისიას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში არჩევნებზე დამკვირვებლების როლზე იმსჯელეს
ვინ დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს
საერთაშორისო დამკვირვებლები წინასწარ მოხსენებას დღეს წარმოადგენენ
'სამართლიანი არჩევნების' პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი ლიდერობს
სახალხო დამცველის მობილური ჯგუფები სამცხე–ჯავახეთში არჩევნებს დააკვირდებიან
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა’ არჩევნების მეორე ტურს აფასებს
საპრეზიდენტო არჩევნებს 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება