FM97.5 / LIVE

ვინ დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 07.10.2016
8 ოქტომბრის არჩევნებს, ქვეყნის მასშტაბით, 55 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

ვინ დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს

N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის არცერთი ადგილობრივი ორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა. ოლქში საარჩევნო პროცესს სამი საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR) და ეროვნულ–დემოკრატიული მოძრაობა (NDI).

მიუხედავად იმისა, რომ N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში რეგისტრაცია არ გაუვლიათ, 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ, იმ ადგილობრივ ორგანიზაციებსაც, რომლებმაც რეგისტრაცია ცესკოში გაიარეს და ქვეყნის მასშტაბით არსებულ რამდენიმე საარჩევნო ოლქში დაკვირვების უფლება მოიპოვეს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტუტიდან N37–ე ახალციხის ოლქში სამი წამომადგენელია რეგისტრირებული: სლავომირ ჟიჟკა, რეიჩილ ქეთრინ სანტოსი და თარჯიმანი ქეთი ჩიტაშვილი. წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით, აგვისტოს თვიდან ისინი ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილზე ხვდებოდნენ, ასევე ესწრებოდნენ პარტიულ ღონისძიებებს.

დაახლოებით ერთ თვიანი მუშაობის ანგარიში გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა საზოგადოებას 15 სექტემბერს წარუდგინეს.

"საუბნო საარჩევნო კომისიებში შერჩეულ წევრთა უმრავლესობა ქალები არიან; გარკვეული საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შერჩევისას საარჩევნო კოდექსით ნაკლებად ხელმძღვანელობდნენ; ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილი მაჟორიტარ კანდიდატებად და სიებში; საარჩევნო ადმინისტრაციებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად გვხვდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

IRI–მ 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი 10 ქვეყნიდან ივლისის ბოლოს გამოაგზავნა. ისინი ქვეყნის მასშტაბით 7 რეგიონში გადანაწლდნენ: ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, მარნეულში, თელავსა და თბილისში.

ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო – ODIHR

ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროდან N37–ე ახალციხის ოლქში არჩევნებისათვის ერთი დამკვირვებელი – ფრედერიკ ობესრონია რეგისტრირებული.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 1999 წლიდან აკვირდება.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლება.
სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი 30 აგვისტოს დაიწყო. დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებს, დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით შეაფასებენ.

არჩევნებთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ წინასწარი ანგარიში 2016 წლის აპრილის თვეში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდება, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო გარემოზე“.

ეროვნულ–დემოკრატიული მოძრაობა – NDI

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ეროვნულ– დემოკრატიული მოძრაობის დასამკვირვებლო მისია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შესდგება.

N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია ერთმა წარმოამდგენელმა – ნატაშა როთჩაილდმა გაიარა.

NDI– გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში წინა საარჩევნო გარემოს აგვისტოს თვიდან აკვირდებოდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი მიზანია საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება.

„არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან, რის შემდეგაც, დაკვირვებების შესაჯამებლად, თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირვების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ“, - აცხადებენ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში.

დამკვირვებელი ორგანიზაციები და მათი როლი

საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება იმ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ, რომლებმაც საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით რეგისტრაცია გაიარეს.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს ადგილობრივი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის წესდებაც რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის არჩევნების მონიტორინგს ან ადამიანის უფლებათა დაცვას ითვალისწინებს.

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია კი შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდებაც ასევე არჩევნების მონიტორინგსა და ადამიანის უფლებათა დაცვას ითვალისწინებს.

დამკვირვებელი ორგანიზაციების, როგორც საარჩევნო პროცესში ჩართული მიუკერძოებელი ინსტიტუტების ძირითადი ფუნქციაა, შეაფასონ შეესაბამება თუ არა არჩევნების პროცესი დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.

დამკვირვებელი ორგანიზაციების სტატისტიკა

ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნებისას დამკვირვებელი ორგანიზაციების სტატისტიკა ასეთია:

ადგილობრივი ორგანიზაციები:
2016 წელს – 111 ორგანიზაცია;
2012 წელს – 50 ორგანიზაცია;
2008 წელს – 37ორგანიზაცია;

საერთაშორისო ორგანიზაციები:
2016 წელს – 55 ორგანიზაცია;
2012 წელს – 61 ორგანიზაცია;
2008 წელს – 62 ორგანიზაცია;

ცესკოს 7 ოქტომბრის საბოლოო მონაცემების მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება:

111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 წარმომადგენელი;
55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი;

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]

ვინ დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპრეზიდენტო არჩევნებს 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება
თვითმმართველობის არჩევნებს NDI-ს დელეგაცია დააკვირდება
ახალციხეში არჩევნებზე დამკვირვებლების როლზე იმსჯელეს
საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა
საერთაშორისო დამკვირვებლები წინასწარ მოხსენებას დღეს წარმოადგენენ
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია
#14 აწყურის უბანზე ერთი ორგანიზაციის ორი დამკვირვებელი ცდილობდა შესვლას