FM97.5 / LIVE

შტაბი: აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში ოთხი ქვეყნის ავიაცია ერთვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2017
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

შტაბი: აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში ოთხი ქვეყნის ავიაცია ერთვება

როგორც, საგანგებო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

განცხადების თანახმად, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ. რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

შტაბის ინფორმაციით, მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს.

გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
აბასთუმნის ხანძრის ჩაქრობაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთვება
აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა
აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა
ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან
უკრაინამ ხანძრის ლიკვიდაციისათვის თვითმფრინავი გამოაგზავნა