FM97.5 / LIVE

ბორჯომში 1 თვითმფრინავი და 8 ვერტმფრენი მუშაობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
ბორჯომის ხეობაში, მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ავიაცია ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სრული დატვირთვით ჩაერთო. ამ დროისათვის ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ბორჯომში ისევ ქარია.

ბორჯომში  1 თვითმფრინავი და 8 ვერტმფრენი მუშაობს
ფოტო: ოთარ აწყურელი / სამხრეთის კარიბჭე. ბორჯომი, 22 აგვისტო, 2017წ.


ამ დროისათვის ბორჯომის ხეობაში, საქართველოს 2, აზერბაიჯანის 3, ბელარუსიის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი ცდილობს ცეცხლის ლოკალიზებას.

აქედან აზერბაიჯანის 2 ვერტმფრენს, რომლებიც საქრთველოში დილით შემოფრინდა, ცეცხლის ჩაქრობის პარალელურად, ცოცხალი ძალა გადაჰყავს ხანძრის კერებზე.

გარდა ამისა, დილიდან ცეცხლის ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს შენაერთები ჩაერთვნენ.

საგანგებო სიტუაციების მარვთის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძრის ყველა ლოკაცია კონტროლდება, ძირითადი კერები ჩამქრალია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, ბორჯომში ისევ ძლიერი ქარია.

ბოლო ინფორმაციით, ქარის გამო წაღვერის მისადგომებთან მდებარე ხანძრის კერა ისევ გაღვივდა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან ცეცხლის ქრობის ოპერაციაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მეხანძრეებიც ჩაერთვნენ.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
მძიმე ღამის შემდეგ სტიქიის ზონაში მდგომარეობა სტაბილურია
დაბაში ცეცხლის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება
ბორჯომში ავიაციამ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა
ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს დახმარებას კიდევ სამი ქვეყანა სთავაზობს
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება