FM97.5 / LIVE

სოფელ დაბაში მეორე მძიმე ღამეა [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
სოფელ დაბაში ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უფრო მშვიდად გრძნობენ თავს. სოფელში რჩებიან სამართალდამცველები და მეხანძრეები, მათ ცეცხლის კერებამდე მისასვლელები გადაკეტილი აქვთ. ამ ეტაპზე სოფელში სიმშვიდეა.

სოფელ დაბაში მეორე მძიმე ღამეა [Photo/Video]

ადგილობრივები ამბობენ, რომ დღეს უკვე ხანძარი მათი სოფლისკენ აღარ მიიწევს და წაღვერისა და ბორჯომის მიმართულებით იშლება.

„სოფელი, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა. ახლა ბორჯომისკენ უფრო არის საშიშროება. დარწმუნებული ვერ ვიქნებით, მაგრამ დღეს უფრო ნაკლებად არის ხანძრის გავრცელების საფრთხე სოფელში. დღეს ჩვენს დასახმარებლად უფრო მეტი ადამიანი მუშაობს“, – ამბობს დაბაში მცხოვრები ლევან თედიაშვილი.

სოფელ დაბაში მეორე მძიმე ღამეა [Photo/Video]

მისივე თქმით, სოფელში უფრო იმედიანად არიან, რადგან ხვალ 23 აგვისტოს ბორჯომში წვიმაა მოსალოდენლი.

„ხანძარი სოფელთან ახლოს მოვიდა, მაგრამ შიში ნაკლებად გვაქვს, რადგან იქ სახანძრო მანქანებია მობილიზებული. იმედი გვაქვს, რომ რაღაცას გვიშველიან“, – ამბობს დაბაში მცხოვრები ლილი წიქარიშვილი და ამატებს, რომ ეს მძიმე შედეგები დაგვიანებული რეაგირების შედეგია.



ამ ეტაპზე სოფელში სიმშვიდეა, ადგილობრივები გასული ღამის მსგავსად ქუჩაში არიან გამოსულები და ხანძრის კერებს უყურებენ. სოფელში ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა. სამაშველო სამსახურებთან ერთად ხანძრის კერების ჩასაქრობად მუშაობენ სოფლის ახალგაზრდებიც.
„გუშინ უფრო გვეშინოდა. დღეს მობილიზება დიდია. თითქმის მთელი საქართველო აქ არის. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი სახლების დატოვებას არ ვაპირებთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ დაბაში მეორე მძიმე ღამეა [Photo/Video]

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა ბორჯომში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. დღეს, 22 აგვისიტოს ძლიერი ქარის გამო სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კერები გაჩნდა, ცეცხლი მოედო ადგილობრივების ნაკვეთებსაც.

ცუდი ღამისა და ხილვადობის გამო ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს, ხვალიდან კი ხანძრის ჩასაქრობად 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი იმუშავებს.

სოფელ დაბაში მეორე მძიმე ღამეა [Photo/Video]

შეგახსენებთ, გუშინ, 21 აგვისტოს, ღამით, დაბაში გაცილებით მძიმე ვითარება იყო.



[თამუნა უჩიძე, თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ დაბის რწმუნებული:  ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]
დაბის შესასვლელში ახალი კერები გაჩნდა
დაბის მცხოვრებლები: რა დაგვაძინებს, ან სოფელს როგორ დავტოვებთ
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
საზმაუ: სოფელ დაბაში რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლს ტოვებს