FM97.5 / LIVE

მმართველი გუნდი: ‘სტიქიის ზონაში რეაგირება დროული იყო’

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
ხანძრის დროს დაგვიანებულ რეაგირებასთან დაკავშირებით ადგილობრივების პოზიციას არ იზიარებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა დროულად იყო მობილიზებული.

მმართველი გუნდი: ‘სტიქიის ზონაში რეაგირება დროული იყო’

პარლამენტარის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის მამუკა მდინარაძის განმარტებით, ბორჯომში მდგომარეობა ძლიერმა ქარმა გაართულა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მომხდარს დროული რეაგირება მოყვა. ამას ხანძრის პირველივე დღეს მიმდინარე სამუშაოები ცხადყოფდა.

„ყველა სტრუქტურა სრული მობილზებით მუშაობს. აქ პირველივე დღეს იყო ხანძარი ლოკალიზებული, ამით ჩანდა შესაბამისი სტრუქტურების დროული მუშაობა. ძალიან მცირე კერები იყო დარჩენილი, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე, ქარმა ახალი კერები გააჩინა“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება: „არსებობს ევაკუაციის გეგმა, თუმცა არ არსებობს მისი ამოქმედების აუცილებლობა, ყველა ადამიანი დაცულია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ ადგილებს, სადაც მოსახლეობა მეტ–ნაკლებად ახლოს ცხოვრობს ხანძრის კერებთან. მე ვფიქრობ, რომ ხვალ, 6 –7 ვერტმფრენი გვეყოლება ხანძრის ჩასაქრობად“.

მდინარაძის პოზიციას იზიარებს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც. ის აცხადებს, რომ რეაგირება დროული იყო. თუმცა, კითხვას, რატომ იყო მხოლოდ ერთი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, თალაკვაძე არ პასუხობს.

„იმიტომ რომ მხოლოდ ერთ ვერტმფრენი გვყავს“, – მის ნაცვლად უპასუხა ჩვენს კითხვას რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, – „როგორც კი ვითარება გართულდა პრემიერი ადგილე ჩამოვიდა და შტაბი შექმნა“.

შეგახსენებთ, მესამე დღეა მეხანძრე–მაშველები, მოხალისეები, ბორჯომის მცხოვრებლები, ვერტმფრენები, მძიმე ტექნიკა, ბორჯომში, ტყეში, ხანძარს ებრძვიან. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24–საათიან რეჟიმში მუშაობს. სტიქიის ზონის მიმდებარე სოფლების: დაბა, ცემი, წაღვერი – ნაწილი დატოვეს დამსვენებლებმა. ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი და ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.

დღეს, ხანძრიდან მესამე დღეს, შუადღეს, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, შემდეგ, ქარის გამო, კერები ისევ გაძლიერდა და ქარის მიმართულების ხშირი ცვლილების გამო გაჩნდა ახალი კერებიც.

ხვალ, 23 აგვისტოს, სამუშაოებში ერთვება მეზობელი ქვეყნებიდან გამოგზავნილი ტექნიკაც. საგანგებო შტაბში ფიქრობენ, რომ ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იქნება.

ბორჯომში, სოფელ დაბაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მობილიზება დაგვიანდა. მთავრობას რეაგირება დროულად რომ დაეწყო, სტიქიის ამ მასშტაბის აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრძოლა ხანძართან ბორჯომში [Photos]
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა
თურქეთის ვერტმფრენებს ბორჯომში ამ წუთებში ელოდებიან
ხანძრის მეორე დღე ბორჯომში – ცეცხლის კერებთან მისასვლელად გზას ჭრიან
ბორჯომში, სტიქიის ზონაში, სამუშაოები განახლდა