FM97.5 / LIVE

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2017
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ამ დროისათვის [22 აგვისტო, 12:00 სთ], ბორჯომში, დაახლოებით 12 ჰექტარია დამწვარი.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი
ბორჯომი დღეს, 22 აგვისტოს. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'


მისი თქმით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება.

”ძლიერი ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ხანძრის ახალი კერების გაჩენის შედეგად ახალი ნარგავებიც დაიწვა.

შეგახსენებთ, დღეს, დილის 06:30 საათიდან, ბორჯომში, დაბაში, სახანძრო და საავიაციო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 500–მდე მეხანძრე–მაშველი, 3 ვერტმფრენი – მათ შორის, ორი საქართველოდან და ერთი აზერბაიჯანიდან, ათობით სახანძრო მანქანა, რომელთა მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, უახლოეს საათებში თურქეთიდან კიდევ ორ ვერტმფრენს ელოდებიან.

ცეცხლის გავრცელების შესაჩერებლად, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, ხეობაში დაახლოებით 10 კილომეტრიანი თხრილები გაჭრეს, რაც ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გადასვლას ხელს უშლის.

ცეცხლი სოფლებთან – დაბასა და წაღვერთანაა ახლოს, ამიტომ, წუხელ, ამ სოფლების მცხოვრებთა ნაწილი, გვიან ღამემდე გარეთ იყო.
ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა. სოფელ დაბიდან მხოლოდ ერთი, სოფლის განაპირას, ხანძართან ყველაზე ახლოს მცხოვრები ოჯახი გაიყვანეს.

ბორჯომში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24–საათიან რეჟიმში მუშაობს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბაში ცეცხლის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება
ხანძარი ბორჯომში – რა მოხდა [მოკლედ]
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს–ს 500 თანამშრომელი ჩაერთო [Photo]
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო