FM97.5 / LIVE

ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.01.2017
„ნაციონალური მოძრაობის“ ასპინძის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ბესიკ ბექაური „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება;

ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
ამის შესახებ ბესიკ ბექაურმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„პარტიის რიგით წევრად ვრჩები, „ნაციონალური“ მოძრაობა არ დავტოვე“, – ამბობს ბექაური.

მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი უთანხმოების შემდეგ, ვიდრე პარტია ორად გაიყოფოდა, ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა და გადადგა.

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა კვლავ პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ბექაური გვპასუხობს: „ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ არა. ახლა პარტიის რიგითი წევრი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაცია მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, ლევან ვარშალომიძეს, ზაზა ბიბილაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილსა და სხვა ლიდერებს დაუპირისპირდა. იმ საკითხებს შორის, რომელზეც პარტიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ, პარლამენტის ბოიკოტი და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღება იყო. მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მეორე ტურებში მონაწილოების აზრს ვერ ხედავდა, საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ. პარლამენტში შესვლის იდეას პოლიტსაბჭოს მხოლოდ 9 წევრი შეეწინააღმდეგა.

კიდევ ერთი საკითხი, რამაც პარტიაში დაპირისპირება გაამწვავა, მიხეილ სააკაშვილის როლი იყო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში
ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
ვინ მიდის და ვინ რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში" [სია]
ვინ წავა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს ყრილობაზე
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
'ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე