FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 16.08.2017
ავტოფარეხი და მერსედესის მარკის ორი ავტომანქანა დაიწვა დღეს, გამთენიისას ახალციხეში. ავტოფარეხიც და მანქანებიც სეირან გრიგორიანს ეკუთვნოდა , – ახალციხეში მცხოვრებ მცირე მეწარმეს, რომელმაც ოთხი წლის წინ, საქართველოს ლატარიის ჯეკპოტი 1 293 279 ლარი მოიგო.

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. გამსახურდიას ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა. სეირან გრიგორიანის ავტოფარეხში, რომელიც გზის პირას მდებარეობს, ამ დროისთვის ორი ავტომანქანა იდგა.

ფარეხის მეპატრონეს ხანძრის შესახებ მეზობელმა გააგებინა: „რომ გამოვედი, ცეცხლი კარზე იყო მოდებული, ცენტრალური ქუჩის მხარეს და უკვე მანქანებზე გადადიოდა. სახანძროს გამოვუძახე, მაგრამ, ვიდრე მოვიდა, ორივე მანქანა მთლიანად ჩაიწვა, ვერცერთის გამოყვანა ვერ მოვახერხე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 04:30 საათზე შევიდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა გავიდა და ცეცხლი ნახევარ საათში ჩააქრეს.

მეპატრონე ამბობს, რომ დაზღვეული არცერთი მანქანა არ იყო. მათი ღირებულება 15 000 და 20 000 დოლარია. რას შეეძლო გაეჩინა ცეცხლი, სეირან გრიგორიანს, პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ ელექტროგაყვანილობის მიზეზს გამორიცხავს, ეჭვი ვინმეზეარ აქვს, მაგრამ, მაინც ფიქრობს, რომ ცეცხლი შემთხვევით არ გაჩნდებოდა: „ხელს ვერავის დავადებ, მტერი არ მყოლია, მაგრამ აქ ხანძარს ვერაფერი გააჩენდა. თან რომ გამოვედი, გასასვლელ კარში იყო ცეცხლი“.

სეირან გრიგორიანი ლატარიის გამარჯვებულია. 2013 წელს მან ჯეკპოტი 1 293 279 ლარი მოიგო. მანამდე ის მცირემეწარმეობით იყო დაკავებული, ახალცხის ცენტრში, პატარა მაღაზიაში, ტანსაცმელს ყიდდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამიისტროს ცნობით, მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით იძიებენ,, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მანქანა დაიწვა
ახალციხეში მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა
საკირეში მცხოვრებლები: ‘ტყეში ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდებოდა’
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა
ფარეხის გზაზე  მანქანა დაიწვა [ფოტო]
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს