FM97.5 / LIVE

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2017
ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს, 11 აგვისტოს, ახალციხეში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, აქტიურმა ქალებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო სექტორმა, დისკუსიაზე, რომელიც ორგანიზაციის, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ

შეხვედრაზე მსჯელობდნენ რა განაპირობებს ქალთა ნაკლებ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში. შეხვედრა საკმაოდ ხმაურიანი დისკუსიის ფონზე წარიმართა.

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ „მე რომ მინდოდეს პოლიტიკაში წასვლა, შემეშინდება საზოგადოების დამოკიდებულების, ქილიკის, რადგან ქალები უფრო მეტად განიცდიან დისკრიმინაციას და მეტად არიან კრიტიკის, ხშირად, უხამსი კრიტიკის ობიექტები“, – განაცხადა ახალციხეში მცხოვრებმა თიკო ყულჯანიშვილმა.

მოსაზრებას კამათი მოჰყვა. კაცი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ კრიტიკის ობიექტები ისევე არიან კაცები, როგორც ქალები და ქალებმა ზუსტად ეს შიში უნდა დაძლიონ.

„ჩემი აზრით ქალებმა თავის თავში უნდა დაძლიონ ჩაკეტილობა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ბარძიმაძემ და დაამატა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია ცნობადობა, რაც ქალებს სჭირდებათ პოლიტიკაში მოსასვლელად.

„კომპლექსს და ჩაკეტილობას ვინ მიქმნის?! კომპლექსს მიქმნის კაცი, პირველ რიგში ის კაცი, ვინც ჩემს ოჯახშია და ყველა დანარჩენი, საზოგადოება“, – გამოეპასუხა ბელა აფრიამაშვილი, რომელიც შეხვედრაზე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს „ტალიტა კუმს“ წარმოადგენდა.

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ

„20 საუკუნე იყო ასეთი მიდგომა, რომ ქალი ვიღაცის ცოლი, დედა, ასე განიხილებოდა პირველ რიგში, ეს უნდა შეიცვალოს და ამას დრო და ბრძოლა სჭირდება. პირველ რიგში, თქვენ, ქალებმა უნდა იბრძოლოთ“, – უპასუხა ირაკლი ბარძიმაძემ, რასაც ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლის თაკო თუმანიშვილის რეპლიკა მოჰყვა, – „ქალი არავის ცოლია და არავის შვილია, ის არის ინდივიდი და ასე უნდა განვიხილოთ“.

მანვე, კითხვაზე, თავად რატომ არ უნდა პოლიტიკაში მოსვლა, როგორ აქტიურ ახალგაზრდა გოგონას და რატომ სდებს ბრალს საზოგადოებას, უპასუხა, რომ როდესაც ნახავს პარტიას, რომლის იდეოლოგია მისთვის მისაღები იქნება, პოლიტიკაში აუცილებლად მოვა.
საუბარი ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის საქმეების გადანაწილებასაც შეეხო, რაც ასევე ხშირადაა ქალებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ "რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, რომ როდესაც ქალი აკეთებს სახლის საქმეს და უვლის ბავშვს, ეს ყველაფერი ორდღენახევრიან ზეგანაკვეთურ შრომას უდრის. დღევანდელ რეალობაში, სახლის საქმე არის ქალის მხრებზე, პოლიტიკა მოითხოვს დროს, ენერგიას და როდესაც საოჯახო საქმე მხოლოდ ქალის მხრებზეა, ძნელია მან შეძლოს ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა და როგორც არ უნდა რეალიზებული იყო, მაინც გეკითხებიან – არ თხოვდები?! თუ არ თხოვდები, ესე იგი, არ ასრულებ შენს მოვალეობას. ეს დამოკიდებულებები უნდა დამსხვრეს პირველ რიგში", – განაცხადა თამარ ბარბაქაძემ და ირაკლი ბარძიმაძის მოსაზრებას ცნობადობაზე, უპასუხა, რომ ქალს არ უნდა იცნობდნენ მისი ოჯახის მიხედვით, – „მე უნდა ვიყო ცნობადი ჩემი საქმეებით და არა იმის გამო, ვისი შვილი ვარ“.

დისკუსიაზე მყოფი პოლიტიკური პარტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ გენდერული ბალანსი დაცული აქვთ და ამ არჩევნებზე მაჟორიტარების რიგებში აუცილებლად ეყოლებათ ქალი კანდიდატები. თუმცა, მაგალითად, სამიდან ორს უკვე შერჩეული ჰყავს ახალციხის მერობის კანდიდატი და ორივე მათგანი მამაკაცია.

„მაჟორიტარობის კანდიდატიც გვეყოლება და პარტიულ სიაში გვეყოლება. ის, რომ ეს კაცია და ამიტომ ქვს პრიორიტეტი, ასე არ არის“, – ირწმუნებიან „ევროპულ საქართველოში“.

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ „ოპოზიციური პარტიებისთვის საარჩევნო პროცესში ყოველთვის აქტუალურია ხმების დაცვის საკითხი. რასაც პარტიის წევრი ქალები აკეთებენ ამ კუთხით, იმას ვერცერთი კაცი ვერ იზამს“, – განაცხადა ამავე პარტიის წევრმა, ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ ქალების შესაძლებლობებზე საუბრისას.

"ჩვენს ორგანიზაციაში, "თანადგომა შვილებს", ძირითადი ძალა არის ქალები. თავიდან ვფიქრობდი, რომ ვერაფერს გავაკეთებდით, მაგრამ, ამ ქალებს ისეთი ძალა აღმოაჩნდათ, ამ ქალებს იმდენი შეუძლიათ, ისინი, აუცილებლად ფეხზე დააყენებენ ყველა საქმეს, რასაც ხელს მოკიდებენ. ჩვენზე ძლიერები არიან ქალები, თუკი ის საქმეს მოკიდებს ხელს გულით, ყველფერს გააკეთებს", – აღნიშნა დისკუსიის დასასრულს ორგანიზაციის წევრმა ვეფხვია დიაკონაშვილმა.

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ

დისკუსია გაიმართა პროექტის ფარგლებში „თანასწორობა იგებს“ , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ( USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი შეხვედრები 8 და 9 აგვისტოს, ახალციხის სოფლებში, აგარასა და აწყურში გაიმართა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გენდერული დისკუსია აგარის თემში
ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს
ზურაბიშვილი: ტრადიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მთავარი ძალა ქალები იქნებიან [R]
‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში
‘ქალები საკრებულოში დიდი ძალაა’  – ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების დისკუსია
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ