FM97.5 / LIVE

‘ქალები საკრებულოში დიდი ძალაა’ – ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების დისკუსია

მთავარისაზოგადოება 10.10.2017
10 ოქტომბერს, ახალციხეში, ორგანიზაციის ‘ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის’ ორგანიზებით, ქალი ამომრჩევლებისა და ქალი პოლიტიკოსების შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაზე ქალი ამომრჩევლების საჭიროებებსა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს.

‘ქალები საკრებულოში დიდი ძალაა’  – ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების დისკუსია

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ქალი ამომრჩევლები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატები ესწრებოდნენ, როგორც მაჟორიტარები, ასევე პარტიული სიის წევრები.

კანდიდატებს შორის იყვნენ ახალი სახეებიც და ისინიც, ვინც წლებია პოლიტიკაშია. ქალი პოლიტიკოსები პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობასა და სირთულეებზე საუბრობდნენ.

‘ქალები საკრებულოში დიდი ძალაა’  – ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების დისკუსია “ბოლო მოწვევის დეპუტატი რომ ვიყავი, რამდენიმე ამომრჩეველი მოვიდა, რომელსაც ქორწინების გარეშე ჰყავდა შვილი გაჩენილი, მარტოხელები იყვნენ და ძალიან უჭირდათ. მინდოდა მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დანიშვნოდათ და საკრებულოში ამ საკითხის ლობირება დავიწყე, მაგრამ, მხარი არავინ დამიჭირა, ათასი მიზეზი მოიგონეს – რეგისტრირებული არ არიან, სტატისტიკა არ არსებობს…

მეორე იყო ჯანდაცვას თან დაკავშირებული საკითხი. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მედიკამენტებით დაფინანსება და ხელოვნური საკვები ჩვილების ოჯახებისთვის. მე მაშინ პატარები მყავდა და ვიცი რა ძვირი უჯდება ოჯახს საკვების შეძენა. მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მინდოდა. ვერც ეს საკითხი გავიტანე.

მესამე საკითხი იყო ბაღებში გეგმიური ანალიზების ჩატარება. შეიძლება ბავშვი ავად არ გახდა და ვიღაცას არ აქვს საშუალება, რომ წაიყვანოს და გეგმიური ანალიზი ჩაუტაროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ შეიძლება ისეთი დაავადება აღმოჩნდეს, რისი განკურნებაც ერთი წლის წინ შეიძლებოდა. არც ისეთი რთულია, 6 ლარი ჯდება ერთი ბავშვი. გადასარევი ჯანდაცვის სისტემა გვაქვსო და რად გვინდაო.

ვფიქრობ, რომ თუ აქტიური ქალები იქნებიან საკრებულოში, ასეთი საკითხების გატანა აღარ გაჭირდება. ქალები ისე უნდა გაძლიერდნენ, რომ ეხვეწებოდნენ მათ დათანხმდნენ სიებში ჩასმას და კანდიდატობას. მეტი ქალი გვჭირდება საკრებულოში”, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, “ევროპული საქართველოს” პარტიული სიის წევრმა მარინე სუდაძემ.

“საქართველოში საზოგადოება მოწყალეა მამაკაცების მიმართ, მაგრამ არა ქალების მიმართ”, – განაცხადა ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, “ქართული ოცნების” პარტიული სიის მესამე ნომერმა თამარ გოგოლაძემ.

‘ქალები საკრებულოში დიდი ძალაა’  – ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების დისკუსია მან იმის შესახებაც ისაუბრა, რატომაა აუცილებელი საკრებულოში მეტი ქალი მუშაობდეს: “ქალი სხვაგვარად ხედავს, დეტალებს ამჩნევს, მეტ ტკივილს ხედავს, მეტ საჭიროებებს ხედავს. სხვაგვარი ხედვა აქვს, მაგრამ, როცა ერთი და ორი ხარ, შენი ხედვა არ გადის. თუკი საკრებულოებში, თვითმმართველობებში შევლენ აქტიური ქალები, რასაც გინდა იმას შეცვლიან, ქალები დიდი ძალაა. როცა ერთი და ორი ქალი შედის, ის ამას ვერ ახერხებს, ბევრი ქალი ნებისმიერ საკითხს გაიტანს”.

დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართა. პროექტი: „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას”, რომლის სლოგანია, – “ქალის ხმა არჩევნებში!“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ
გენდერული დისკუსია აგარის თემში
ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში

დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
თბილისის შემდეგ არჩევნებში ქალები ყველაზე აქტიურები ახალქალაქში იყვნენ
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
ქალები თვითმმართველობაში