FM97.5 / LIVE

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ

მთავარისიახლე, არჩევნები, საზოგადოება 26.09.2017
დღეს, 26 სექტემბერს, ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წევრებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს შორის, ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ, დისკუსია გაიმართა.

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ
შეხვედრა, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაციის "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ორგანიზებით შედგა.

დისკუსიას ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წევრები, დეპუტატობის კანდიდატები, ქალი პოლიტიკოსები, ასევე, ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ შეხვედრის დასაწყისში, დამსწრეებს ჟურნალისტთა ქსელის მიერ, პროექტის, – „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას" ფარგლებში, შემუშავებული მანიფესტი გააცნეს. მანიფესტი, არჩევნებში ძალადობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობას ეხება და მისი ადრესატები პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება, მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მოსახლეობა და მედიის წარმომადგენლები არიან.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ვიღაც დაფიქრდა ქალი კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მანიფესტი არის მედიის მისამართითაც", – განაცხადა ტექსტის გაცნობის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრმა, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ, რომელიც წლებია პოლიტიკაშია.

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ იგი თავდაპირველად "რესპუბლიკური" პარტიის წევრი იყო, – პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და როგორც დისკუსიაზე გაიხსენა, არაერთხელ გამხდარა გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი.

მანიფესტის გაცნობის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებს ჟურნალისტთა ქსელის მიერ, ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევა ქალაქ ახალციხესა და ახალციხის სოფლებში, თავშეყრის ადგილებში, ე.წ. ბირჟებზე, სოფლის ცენტრებში ტარდებოდა და მასში უმეტესად საშუალო ასაკის ქალები მონაწილეობდენ. გარდა ამისა, ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ორგანიზაცია ხვდებოდა ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, ანგარიშშიც და კვლევის პერიოდშიც, ცალკე ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესოების წარმომადგენელ ქალებსა და შშმ პირთა მშობლებს. როგორც ახალციხეში მოქმედ შშმ პირთა მშობლების ორგანიზაციაში "თანადგომა შვილებს" ამბობენ, ახალციხეში (ქალაქშიც და თემში) 196 ოჯახი ცხოვრობს, რომელშიც სპეციალური საჭიროების წევრია და ამ ადამიანების მოვლის ტვირთი უმეტესწილად ქალებზეა, შესაბამისად, განსხვავებული და მრავალია ასეთი ამომრჩეველი ქალების საჭიროებები.

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ კვლევის შედეგების გარდა, პრეზენტაცია პოლიტიკური პარტიების მისამართით რეკომენდაციებსაც შეიცავდა. მათ შორის იყო, პარტიების პროგრამებში ქალთა საჭიროებების ასახვა და ზოგადად, პროგრამების დაყვანა ამომრჩევლამდე.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. პოლიტიკურმა პარტიებმა რეკომენდაცია, რომელიც პარტიების პროგრამების ზოგადობას შეეხებოდა, არ გაიზიარეს, იმ მოტივით, რომ ქვეყანაში არაერთი პრობლემაა და პროგრამის ასე დეტალურად ჩაშლა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ რაც შეეხება ამომრჩეველ ქალებთან ნაკლებად მუშაობას, პოლიტიკოსებმა ეს იმით ახსნეს, რომ ქალები პარტიულ შეხვედრებს, მითუმეტეს თუ ამ შეხვედრას ოპოზიციური პარტია მართავს, ძალიან ერიდებიან. მათ ქსელს სთხოვეს, მან გაუკეთოს ორგანიზება მსგავს შეხვედრებს, რომელსაც სიამოვნებით დაესწრებიან.

ქალი ამომრჩევლების პასიურობასა და ზოგადად, პოლიტიკაში ქალების ნაკლებად ჩართულობას, შეხვედრის მონაწილეთა უმეტესობა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ფონით ხსნიდა. საუბარი შეეხო საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ გენდერულ სტერეოტიპებს: "პოლიტიკა ბინძურია", ან კიდევ, "პოლიტიკა რა ქალის საქმეა".

ქალმა პოლიტიკოსებმა თავიანთი პრაქტიკიდან ის მაგალითები გაიხსენეს, რაც მათ, როგორც ქალ პოლიტიკოსებს, კარიერის გზაზე ბარიერებს უქმნიდა და განაცხადეს, რომ პოლიტიკაში პრობლემები ქალებსაც აქვთ და კაცებსაც, მაგრამ, ქალებისთვის ეს გზა განსაკუთრებით რთული და სპეციფიურია.

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ მიუხედავად ქალი ამომრჩევლებისა და ქალი პოლიტიკოსების პასიურობისა, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტენდენცია, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის მაინც დამაიმედებელია, რადგან ბოლო წლებში ამ კუთხით გარკვეული სასიკეთო ცვლილებები არის და ნელ–ნელა საზოგადოების დამოკიდებულებაც იცვლება.

დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართა. პროექტი: „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას", რომლის სლოგანია, – “ქალის ხმა არჩევნებში!“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ

დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები  ახალციხეში

დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
‘ქალები საკრებულოში დიდი ძალაა’  – ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების დისკუსია
გენდერული დისკუსია აგარის თემში
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
‘ქალების ხმა იგებს არჩევნებს’ – საინფორმაციო აქცია ახალციხეში