FM97.5 / LIVE

გენდერული დისკუსია აგარის თემში

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2017
8 აგვისტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის ახალგაზრდულ ცენტრში, ორგანიზაციის ‘ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის’ ფარგლებში, გაიმართა გენდერული დისკუსია თემაზე – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.

გენდერული დისკუსია აგარის თემში

ცენტრში შეკრებილებს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობაზე თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, მარინე სუდაძე ესაუბრა.

ადგილობრივები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების ჩართულობა პოლიტიკაში, რატომ არიან ქალები პასიურები, როგორია მამაკაცების და ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება, რამდენად მყარია სტერეოტიპი – პოლიტიკა რა ქალის საქმეა, რაც ბევრ ქალს ხელს უშლის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენაში.

მარინე სუდაძე მისი პრაქტიკიდან იმ შემთხვევებს იხსენებდა, როდესაც მისი, როგორ ქალი პოლიტიკოსის იდეა ჩავარდა, იმიტომ, რომ ნაკლებად პრიორიტეტული იყო მამაკაცების გადასახედიდან და საკრებულოს უმცირესობაში მყოფმა ქალებმა იდეა ვერ გაიტანეს.

„მაგალითად მინდოდა ახალციხის ბიუჯეტში ჩასმულიყო ერთჯერადი დახმარების პროგრამა მარტოხელა დედებისთვის, მაგრამ სხდომაზე ეს საკითხი ვერ გავიტანე, იმიტომ, რომ კაცებმა არ დამიჭირეს მხარი. 7 ქალი 23 მამაკაცის წინააღმდეგ – დაახლოებით ასე გადანაწილდა ხმები. მინიმუმ, ამისთვის გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“– ამბობს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მარინე სუდაძე, რომელიც წლებია პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული.

ქალების პასიურობას რამდენიმე მიზეზით ხსნიდნენ შეხვედრის მონაწილე ქალები და მამაკაცები.

„ქალებს თავადაც აქვთ ჩაკეტილობა, ფიქრობენ, რომ მაინც ისე იქნება ყველაფერი, როგორც კაცები იტყვიან, ამიტომაც არიან ხშირად პასიურები“, – განაცხადა დისკუსიის ერთ–ერთმა მონაწილე ქალმა.

„არის ქალების კატეგორია, მამაკაცებზე უკეთ გაართმევენ თავს, მაგრამ ქალების უმეტესობას მაინც არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც მაგალითად კაცი გააკეთებს. სიტყვაზე, სოფელში მილი რომ გასკდება, ქალი ვერ ირბენს მთაში“, – ასე გვპასუხობს ერთ–ერთი საყუნეთელი ახალგაზრდა კაცი, კითხვაზე, რატომ არ შეიძლება მაგალიტად სოფელში გამგებლის წარმომადგენელი, ან მისი თანაშემწე ქალი იყოს, – „მაგრამ, აწყურში მაგალითად თანაშემწე ქალია და ბევრ რამესაც აკეთებს“, – ამატებს თავადვე.

აგარის თემში შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში "თანასწორობა იგებს“ , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ( USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.

„ამ სოფელში განებივრებული არ ვართ ასეთ თემებზე დისკუსიებით, ამიტომაა, რომ კაცებს და ქალებსაც, უჭირთ გენდერული თანასწორობის გაგება და ეს სიტყვა აშინებთ, ჰგონიათ, რომ კაცების ჩაგვრაა“, – გვითხრა შეხვედრის დასასრულს საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერმა სოფო ბერიძემ.

გენდერული დისკუსია აგარის თემში

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დისკუსია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ
‘ქალები საკრებულოში დიდი ძალაა’  – ქალი კანდიდატებისა და ამომრჩევლების დისკუსია
‘ქალების ხმა იგებს არჩევნებს’ – საინფორმაციო აქცია ახალციხეში
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში
ახალციხეში გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს
დისკუსია ახალციხეში ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ