FM97.5 / LIVE

ქართული აქციები ლონდონის ბირჟებზე

მთავარიეკონომიკა 17.05.2012
საქართველოს სახელმწიფო კომპანიების, “საქართველოს რკინიგზა”, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აქციების მინორიტარული პაკეტები საერთაშორისო ბაზარზე, ლონდონის ბირჟებზე გაიყიდება

ქართული აქციები ლონდონის ბირჟებზე

“სამხრეთის კარიბჭე” საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარს არჩილ გეგეშიძეს მთავრობის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ მოგებებსა და საფრთხეებზე ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების აქციების მინორიტარული პაკეტების გაყიდვა სწორედ ახლა?

ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაირსახეობაა. საქართველოს არ გააჩნია საკუთარი ბუნებრივი რესურსები, რომელსაც ექსპორტზე გაიტანდა და აქედან შემოსავალს მიიღებდა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს მდიდარი დიასპორა, არ ჰყავს კვალიფიცირებული, მაგრამ ჰყავს იაფი მუშახელი. საქართველოს განვითარებისთვის რესურსების მისაღებად მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

ამ მიმართულებით მეტნაკლებად კარგი სიტუაცია 2008 წელს იყო, როცა ქვეყანაში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოდიოდა და მაშინ საქართველო მართლა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა პოლიტიკური რისკი საგრძნობლად გაზარდა და პრინციპში, ძალიან ბევრი სერიოზული ინვესტორი დააფრთხო. საინვესტიციო რესურსების ოდენობა, ამასთან ერთად, მსოფლიოში საყოველთაო ეკონომიკურ-ფინანსური სირთულეების გამოც შემცირდა. ამიტომ საქართველო ცდილობს მაქსიმუმის გაკეთებას, რათა უცხოური ინვესტიციებისთვის კონკურენტულ ბრძოლაში თავისი ეკონომიკის განსავითარებლად მინიმალური სახსრები მაინც მოიზიდოს.

- კანონი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გაყიდვის უფლებას იძლევა, გასული წლის ოქტომბერში მიიღეს. ამჟამად აქციების საერთაშორისო ბაზარზე გატანის თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ახლა ყველაფერი მომავალ არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა თუ არა, რომ ამ აქციების გაყიდვიდან შემოსული ფული მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯოს?

ამ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. მაგრამ თავად მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ, ივანიშვილის ფენომენის გამო, სხვა პარტიების მიერ ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად იმდენი შეზღუდვა და საინსპექციო რეჟიმი თუ ფორმატი მოიგონა, რომ ახლა ამ გზით მიღებული ფულის პარტიული ხარჯებისთვის გამოყენება თავადაც ძალიან გაუჭირდება. თუმცა ყველაფერი დასაშვებია, რადგან მმართველობის სადავეები მათ ხელშია და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

- მთავრობის ეს ნაბიჯი ეკონომიკური მოსაზრებებით გამართლებულია, მაგრამ რამდენად სწორია სახელმწიფო კომპანიების აქციების გაყიდვა პოლიტიკური თვალსაზრისით?

სხვადასხვა ქვეყნებში ასეთი ტიპის ობიექტები ან სახელმწიფოს ხელშია ან პრივატიზებულია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთელი რკინიგზა პრივატიზებულია, საფრანგეთში კი რკინიგზების უმრავლესობა სახელმწიფოს მმართველობაშია. ეს კონკრეტულ ქვეყანაზეა დამოკიდებული. აღნიშნულ ნაბიჯში რაღაც აშკარა შეცდომას ვერ ვხედავ. მთავარია, ტენდერი ნორმალურად, ტრანსპარენტულად, სამართლიანად ჩატარდეს და სახელმწიფოს ხელში გარკვეული კორექტირებებისა და საერთოდაც ხელშეკრულების ანულირებისთვის მექანიზმები დარჩეს, რათა ახალმა მყიდველმა, ვინც ქვეყნის რკინიგზას განკარგავს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვეტილებები ვერ მიიღოს. ეს ყველაზე მთავარია. თუ ასე მოხდება, საფრთხე პოლიტიკური თვალსაზრისითაც არ იარსებებს.

- თუ მყიდველი ეკონომიკურ ინტერესებზე მეტად პოლიტიკურ ინტერესებს დაიცავს, მაგალითად, თუ აქციებს რუსეთი იყიდის, შეძლებს ის მათი პოლიტიკური მიზნებით, ანუ პოლიტიკური გავლენის მოსახდენად გამოყენებას?

რასაკვირველია, თუ რუსული კომპანიის აქტივების მოცულობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, მათი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის ალბათობაც და შესაძლებლობაც გაიზრდება. მეორე მხრივ კი, 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ ელექტროკომპანია “თელასის” საკონტროლო პაკეტის ფლობის პირობებშიც კი, რუსულ კომპანიას ომის დღეებში ელექტროენერგიის მიწოდება წუთითაც არ შეუწყვეტია, იგივე “ვითიბი ბანკს” არ შეუჩერებია ფუნქციონირება. მაგრამ ისევ და ისევ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კრიტიკულ სიტუაციაში სხვანაირად არ მოხდება.

სომხეთმა თავისი რკინიგზა გაყიდა და ახლა მას “სამხრეთკავკასიური რკინიგზა” ეწოდება. ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზას ისედაც რუსეთი ფლობს, მხოლოდ ეს სეგმენტი – ქართული რკინიგზა არ არის საკმარისი. სავსებით შესაძლებელია, თუ ტენდერი გამოცხადდება ან რუსულ კომპანიებს ქართული რკინიგზის შეძენის საშუალება მიეცემა, ამას მოინდომებენ და გააკეთებენ კიდეც.

უნდა ჩატარდეს ტენდერი, ყველა მონაწილე გულდასმით უნდა იქნას შესწავლილი და საუკეთესო შეირჩეს.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი



საქართველოს სახელმწიფო კომპანიების, როგორიცაა “საქართველოს რკინიგზა”, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აქციების მინორიტარული პაკეტები საერთაშორისო ბაზარზე, ლონდონის ბირჟებზე გაიყიდება. “სამხრეთის კარიბჭე” საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარს არჩილ გეგეშიძეს მთავრობის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ მოგებებსა და საფრთხეებზე ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების აქციების მინორიტარული პაკეტების გაყიდვა სწორედ ახლა?

ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაირსახეობაა. საქართველოს არ გააჩნია საკუთარი ბუნებრივი რესურსები, რომელსაც ექსპორტზე გაიტანდა და აქედან შემოსავალს მიიღებდა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს მდიდარი დიასპორა, არ ჰყავს კვალიფიცირებული, მაგრამ ჰყავს იაფი მუშახელი. საქართველოს განვითარებისთვის რესურსების მისაღებად მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის იმედი შეიძლება ჰქონდეს.

ამ მიმართულებით მეტნაკლებად კარგი სიტუაცია 2008 წელს იყო, როცა ქვეყანაში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოდიოდა და მაშინ საქართველო მართლა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა პოლიტიკური რისკი საგრძნობლად გაზარდა და პრინციპში, ძალიან ბევრი სერიოზული ინვესტორი დააფრთხო. საინვესტიციო რესურსების ოდენობა, ამასთან ერთად, მსოფლიოში საყოველთაო ეკონომიკურ-ფინანსური სირთულეების გამოც შემცირდა. ამიტომ საქართველო ცდილობს მაქსიმუმის გაკეთებას, რათა უცხოური ინვესტიციებისთვის კონკურენტულ ბრძოლაში თავისი ეკონომიკის განსავითარებლად მინიმალური სახსრები მაინც მოიზიდოს.

- კანონი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გაყიდვის უფლებას იძლევა, გასული წლის ოქტომბერში მიიღეს. ამჟამად აქციების საერთაშორისო ბაზარზე გატანის თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ახლა ყველაფერი მომავალ არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა თუ არა, რომ ამ აქციების გაყიდვიდან შემოსული ფული მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯოს?

ამ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. მაგრამ თავად მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ, ივანიშვილის ფენომენის გამო, სხვა პარტიების მიერ ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად იმდენი შეზღუდვა და საინსპექციო რეჟიმი თუ ფორმატი მოიგონა, რომ ახლა ამ გზით მიღებული ფულის პარტიული ხარჯებისთვის გამოყენება თავადაც ძალიან გაუჭირდება. თუმცა ყველაფერი დასაშვებია, რადგან მმართველობის სადავეები მათ ხელშია და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

- მთავრობის ეს ნაბიჯი ეკონომიკური მოსაზრებებით გამართლებულია, მაგრამ რამდენად სწორია სახელმწიფო კომპანიების აქციების გაყიდვა პოლიტიკური თვალსაზრისით?

სხვადასხვა ქვეყნებში ასეთი ტიპის ობიექტები ან სახელმწიფოს ხელშია ან პრივატიზებულია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთელი რკინიგზა პრივატიზებულია, საფრანგეთში კი რკინიგზების უმრავლესობა სახელმწიფოს მმართველობაშია. ეს კონკრეტულ ქვეყანაზეა დამოკიდებული. აღნიშნულ ნაბიჯში რაღაც აშკარა შეცდომას ვერ ვხედავ. მთავარია, ტენდერი ნორმალურად, ტრანსპარენტულად, სამართლიანად ჩატარდეს და სახელმწიფოს ხელში გარკვეული კორექტირებებისა და საერთოდაც ხელშეკრულების ანულირებისთვის მექანიზმები დარჩეს, რათა ახალმა მყიდველმა, ვინც ქვეყნის რკინიგზას განკარგავს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვეტილებები ვერ მიიღოს. ეს ყველაზე მთავარია. თუ ასე მოხდება, საფრთხე პოლიტიკური თვალსაზრისითაც არ იარსებებს.

- თუ მყიდველი ეკონომიკურ ინტერესებზე მეტად პოლიტიკურ ინტერესებს დაიცავს, მაგალითად, თუ აქციებს რუსეთი იყიდის, შეძლებს ის მათი პოლიტიკური მიზნებით, ანუ პოლიტიკური გავლენის მოსახდენად გამოყენებას?

რასაკვირველია, თუ რუსული კომპანიის აქტივების მოცულობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, მათი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის ალბათობაც და შესაძლებლობაც გაიზრდება. მეორე მხრივ კი, 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ ელექტროკომპანია “თელასის” საკონტროლო პაკეტის ფლობის პირობებშიც კი, რუსულ კომპანიას ომის დღეებში ელექტროენერგიის მიწოდება წუთითაც არ შეუწყვეტია, იგივე “ვითიბი ბანკს” არ შეუჩერებია ფუნქციონირება. მაგრამ ისევ და ისევ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კრიტიკულ სიტუაციაში სხვანაირად არ მოხდება.

სომხეთმა თავისი რკინიგზა გაყიდა და ახლა მას “სამხრეთკავკასიური რკინიგზა” ეწოდება. ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზას ისედაც რუსეთი ფლობს, მხოლოდ ეს სეგმენტი – ქართული რკინიგზა არ არის საკმარისი. სავსებით შესაძლებელია, თუ ტენდერი გამოცხადდება ან რუსულ კომპანიებს ქართული რკინიგზის შეძენის საშუალება მიეცემა, ამას მოინდომებენ და გააკეთებენ კიდეც.

უნდა ჩატარდეს ტენდერი, ყველა მონაწილე გულდასმით უნდა იქნას შესწავლილი და საუკეთესო შეირჩეს.

შუშან შირინიანი, ახალქალაქი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაზეა დამოკიდებული საქართველოს შესვლა ნატოში?
საქართველოს ეკონომიკური მომავალი
რაზე ვერ დაფიქრდა მთავრობა - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან
რა წერია პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ეკონომიკის განვითარებაზე

ახალი სისტემა, რომელმაც აქცენტები შეცვალა
'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]
ეკონომიკური მიმართვის პოლიტიკური დატვირთვა