FM97.5 / LIVE

ეკონომიკური მიმართვის პოლიტიკური დატვირთვა

მთავარიეკონომიკა 13.02.2013
რუსეთში ჯავახეთის დიასპორის მიმართვა ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ, პოლიტიკური შეფასება და ეკონომიკური ასპექტები.

ეკონომიკური მიმართვის პოლიტიკური დატვირთვა
თებერვლის დასაწყისში რუსეთში ჯავახეთის დიასპორამ გაავრცელა მიმართვა, რომლითაც საქართველოს მთავრობას სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა სთხოვა.

მათი მოსაზრებით, ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის ხაზი შეიძლება რეგიონის ეკონომიკის განვითარების ამამოძრავებელ რგოლად იქცეს. საქართველოში მოიმატებს სომხური კაპიტალის ინვესტიციები ევროპის ქვეყნებიდან და რუსული დიასპორიდან.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჯავახეთის დიასპორა რუსეთში“ ჯავახეთთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადებებსა და მიმართვებს ხშირად ავრცელებს. ის მიმართავს როგორც საქართველოს, ისე სომხეთის მთავრობას, თუმცა, ამ განცხადებებს ყოველთვის არ მოყვება ისეთი რეზონანსი, როგორიც უკანასკნელმა განცხადებამ გამოიწვია. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინადადებამ საქართველოს პრეზიდენტის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილია. ამის შესახებ პრეზიდენტმა 2 თებერვალს, აჭარაში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ თვალწინ ცდილობენ შემოიტანონ და დანერგონ სეპარატიზმის ახალი იდეა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: აფხაზეთის რკინიგიზის გახსნაც სომხეთისკენ საქართველოს გავლით, რაც კონკრეტულ ეტაპზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. და მეორე ფაქტი, რომ ჩახალიანი გამოუშვეს ციხიდან და იგი ახლა ისე გათავხედდა, რომ ყოველდღიურად აკეთებს განცხადებებს. უკვე დაიწყო თავდასხმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ახლა კი წამოწიეს ამ ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხიც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა (www.regnum.ru).

ქართველი ექსპერტი სოსო ცინცაძეც ამ ეკონომიკურ მოთხოვნას პოლიტიკურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადების სურვილის უკან ამ რეგიონის ავტონომიად გამოცხადების სურვილი იფარება. ექსპერტის მოსაზრებით, ეს ორგანიზაცია ყოველთვის აგრესიული მიმართვებით გამოირჩეოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ) – ეკონომიკური ცნებაა და ნიშნავს განსაზღვრულ ტერიტორიას განსაკუთრებული იურიდიული სტატუსით დანარჩენ ტერიტორიებთან შედარებით და ლგოტურ ეკონომიკურ პირობებს ადგილობრივი თუ უცხოელი მეწარმეებისთვის. ასეთი ზონების შექმნის მთავარი მიზანი სახელმწიფოს ან ცალკეული ტერიტორიების განვითარების გზაზე სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა, ასევე საგარეო ვაჭრობის, ზოგადეკონომიკური, სოციალური, რეგიონული და სამეცნიერო–ტექნიკური საკითხების მოგვარებაა. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადოს თავისი ტერიტორიის ცალკეული ნაწილები, რომელთა ფარგლებშიც სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობისთვის საბაჟო, სავალუტო, საგადასახადო და სხვა ლგოტური პირობები დაწესდება.

სამცხე–ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევის სურვილი არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა ექსპერტებისა და სახელმწიფო ჩინოსნების მხრიდანაც.

2011 წლის 31 მაისს ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სომხეთში საქართველოს ელჩმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია სამცხე–ჯავახეთის მხარის სოციალურ–ეკონომიკური განვითარებით და არ გამორიცხავს, რომ მომავალში ჯავახეთი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად იქცეს.

„ამის გამორიცხვა არ შეიძლება და ვფიქრობ, ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება მისი განვითარების არსებით სტიმულირებას მოახდენს“, – დაასკვნა დიპლომატმა (საინფორმაციო სააგენტო Regnum, 31.05.2011).

„სამცხე–ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირის“ კოორდინატორი არტაკ გაბრიელიანი განმარტავს, თუ რა არის ”რუსეთში ჯავახეთის დიასპორის” მიმართვის არსი და რატომ გამოიწვია მან პრეზიდენტის ასეთი რეაქცია.

„ჩვენ თავისუფალი ეკონომიკური ზონა ყოველთვის გვინდოდა, ეს ჩვენს მოთხოვნებში ყოველთვის იყო. ამას ავტონომიასთან კავშირი არ აქვს. ავტონომია პოლიტიკური მოთხოვნაა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა კი ეკონომიკური მოთხოვნა. ჩვენ სეპარატისტები არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. თავისუფალი ეკონომიკური ზონა კი ცუდი არ არის, ეს კარგი იქნება როგორც კავკასიის, ისე საქართველოსთვის. ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოს მთავრობას სამცხე–ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ქცევის წინადადებით მიმართა, რუსეთიდანაა და ცნობილია, რომ რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები აქ ყოველთვის მტკივნეულად აღიქმებოდა“, – ამბობს არტაკ გაბრიელიანი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელმა ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
NDI: გამოკითხულთა 4% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა
ახალციხეში პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს განიხილავენ
ჯავახეთი ყურადღების ცენტრში ექცევა
ჯავახეთის თემა ორი ლიდერის განცხადებებში