FM97.5 / LIVE

მეხმა ვალეში ტექნიკა გადაწვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.08.2017
ვალეში ძაბვის ხაზს მეხი დაეცა, რის გამოც ათობით ოჯახში ტექნიკა დაიწვა. ადგილობრივები თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

მეხმა ვალეში ტექნიკა გადაწვა

ვალეში 4 აგვისტოს ძლიერი ჭექა–ქუხილის შემდეგ სტალინის ქუჩაზე მცხოვრებლებს ტექნიკა გადაეწვათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ დღეს, N6-დან N14–ის ჩათვლით, ტექნიკა ყველა ოჯახში დაიწვა.

„ახალი ნაყიდი 800–ლარიანი პლაზმური ტელევიზორი გადამეწვა. ახალციხეში ვერ გამიკეთეს, არ ვიცი თბილისში გააკეთებენ თუ არა.
ჩემნაირი ტელევიზორი დაეწვა მეზობელს, 1200–ლარიანი და ვერც ის აკეთებს“, – ამბობს სტალინის N12-ში მცხოვრები კობა სუდაძე.

სუდაძისგან განსხვავებით მის მეზობლად მცხოვრებ ნათენაძეებს ტელევიზორი გადაურჩათ, თუმცა, მის გარდა სახლში თითქმის ყველაფერი გადაიწვა.

„სეთთოფბოქსი, ვაი–ფაის მოდემი, წყლის გამაცხელებელი და სატელიტური ანტენის მიმღები გადამეწვა. ჩემს გარშემო მეზობლებს კი კომპიუტერები და სხვა ტექნიკაც გაუფუჭდათ“, – აცხადებს ჯაბა ნათენაძე.

მომხდარიდან მალევე მან „ენერგო–პრო–ჯორჯიაში“ დარეკა: „მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი და ვითარებას გაეცნო. თუმცა, ვუთხარით, რომ მათთან პრეტენზია არ გვქონდა, რადგან ტექნიკა რეალურად სტიქიის გამო დაიწვა“.

სტალინის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ის, რომ „ენერგო–პრო–ჯორჯიასთან“ პრეტენზია არ აქვთ, დღეს, 7 აგვისტოს კომპანიას ხელმოწერითაც დაუდასტურეს.

როგორც „ენერგო–პრო–ჯორჯიაში“ აცხადებენ, სტიქიას კომპანიის ქსელი არ დაუზიანებია: „04 კილოვოლტის ძაბვის გადამცემ ხაზს დაეცა მეხი და ტექნიკა ამის გამო დაზიანდა, მაგრამ ეს ჩვენი ქსელი არ არის“.

ადგილობრივები დახმარებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვენ.

„სეტყვისა და წყალდიდობის გამო ხომ სწავლობენ ადგილზე ვითარებას, შემდეგ ხალხს ეხმარებიან, რატომ არ შეიძლება, რომ მომხდარიც ახლაც დაინტერესდნენ და მოქალაქეებს გვერდში დაუდგნენ?!“, – კითხულობს ნათენაძე.

ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს დახმარებას კობა სუდაძეც: „ეს სტიქია იყო, სტიქიის გამო დავზიანდით, ამიტომ უნდა დაეხმაროს გამგეობა ხალხს“.

ვალეში გამგებლის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი აცხადებს, რომ მისთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს.
მსგავსი განცხადება არც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულა.

„მასშტაბიდან გამომდინარე ეს სტიქიურ უბედურებაშიც არ გადის“, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ამატბენ, რომ აქედან გამომდინარე მიმართვის შემთხვევაშიც ვერავსი დაეხმარებოდნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა
ვალეში მაღალი ძაბვის გამო  ელექტროტექნიკა გადაიწვა
'ენერგო–პრო' ვალეში დამწვარ ტექნიკაზე: ადგილობრივები კომპენსაციას არ ითხოვენ
ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს
გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“
მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ
ვალეში კორპუსები ნგრევის პირასაა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Video]