FM97.5 / LIVE

'ენერგო–პრო' ვალეში დამწვარ ტექნიკაზე: ადგილობრივები კომპენსაციას არ ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.06.2017
„ენერგო–პრო–ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ვალეში ძლიერი ძაბვის გამო, ის დაზარალებული ოჯახები, რომელბსაც ტექნიკა დაეწვათ, კომენსაციას არ ითხოვენ;

'ენერგო–პრო' ვალეში დამწვარ ტექნიკაზე: ადგილობრივები კომპენსაციას არ ითხოვენ
ვალეში, ძლიერი ძაბვის შედეგად ცხრა ოჯახი დაზარალდა, მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე არცერთ მათგანს „ენერგო–პრო–ჯორჯიასგან“ კომპენსაცია არ მიუღია.

კომპანიაში აცხადებენ, მათთან მხოლოდ ერთი აბონენტის განცხადებაა შესული, თუმცა მასაც საბუთები აკლია, დანარჩენ რვას კი კომენსაციის მოთხოვნით არ მიუმართავთ.

„აღირებული გვაქვს, რომ აქ ტექნიკა ჩვენს გამო გადაიწვა. ამიტომ "ენერგო–პროს" წარმომადგენელი იყო მისული და შესთავაზა, რომ თუ მათ სურდათ, გაფუჭებულ ტექნიკას ჩვენ გავუკეთებდით, მაგრამ არც იმას ითხოვენ, რომ ჩვენ გავუკეთოთ და არც კომპენსაციას. ამ დრომდე არაფერია შემოსული“, – აცხადებენ „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე განმარტებით, თუ აბონენტები შესაბამის დოკუმენტებს, მიმართვას და შეკეთებული ტექნიკის ქვითარს წარმოადგენენ, თანხა ანგარიშეზე დაერიცხებათ.

„ახლა კიდევ გაიგზავნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალეში, რომ გაერკვეს რატომ არ ითხოვს ეს ხალხი კომპენსაციას. ეს იმისთვის, რომ შემდეგში არ გართულდეს რაიმე, იმ მოტივით რომ თითქოს ჩვენი მხრიდან იყო უყურადღებობა“.

აშოტ სტეფანიანი, რომელსაც ძლიერმა ძაბვამ მაცივარი და პერსონალური კომპიუტერი გადაუწვა, აცხადებს, რომ კომპანიას კომპენსაციის მიღების მოთხოვნით დიდი ხნის წინ მიმართა: „მოვიდნენ ფოტოები გადაიღეს, მაგრამ იმის მერე არავინ გამოჩენილა. მარტო მაცივრის შეკეთება 200 ლარი დამიჯდა. კომპიუტერის გასაკეთებლად კი ფული არ მაქვს“.

სტეფანიანი ამბობს, რომ „ენერგო–პროში“ მაცივრის შეკეთების ქვითარი არ წარუდგენია: „კერძო ხელოსანია და არ აქვს იმას საკასო. არც არავის უთქვამს, რომ ფულს იმიტომ არ გაძლევთ ჩეკი რომ არ მოიტანეო“.

სტეფანიანი ირწმუნება, რომ კომპანიას კომპენსაციის მოთხოვნით მისმა მეზობლებამც მიმართეს: „იმათმა ჩემზე ადრე დაწერეს განცხადებები, მაგრამ ამ დრომდე არავის არაფერი მიუღია“.

შეგახსენებთ, რომ ვალეში მაღალი ძაბვის გამო ადგილობრივებს ელექტროტექნიკა 23 მაისს დაეწვათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს
ვალეში მაღალი ძაბვის გამო  ელექტროტექნიკა გადაიწვა
მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა
ახალციხეში 110 ოჯახს მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო დამწვარი ტექნიკის თანხა აუნაზღაურეს
მეხმა ვალეში ტექნიკა გადაწვა
ნინოწმინდაში 'ენერგო-პრო ჯორჯიას' თანამშრომელი გარდაიცვალა
„ენერგო–პრო–ჯორჯია“ მაღალმთიან დასახლებებში სუბსიდირების საკითხს ეხმაურება