FM97.5 / LIVE

სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 31.07.2017
1872 დირექტორი და სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი, სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე, თელავში, ბაზალეთსა და წყალტუბოში ტრენინგებს გადის.

სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ისინი გაივლიან ლიდერობის მეორე აკადემიის მესამე, მეოთხე და მეხუთე ტრენინგმოდულებს, რაც გაერთიანებულია ტრენინგ კურსში. ტრენინგების ამ ციკლზე მოწვეული არიან ასევე საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელებიც. ტრენინგის თემებია: „ლიდერობა და ხელმძღვანელობა“, "სასწავლო თემის განვითარება“ და „21-ე საუკუნის კლასის მახასიათებებლები, ნაწილი II”, რაც ჯამში 48 საკონტაქტო საათს შეადგენს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

ლიდერობის პირველი აკადემია 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76%–მა აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
ტრენინგ-მოდულების დამწერთა მეორე ნაკადმა გადამზადება დაასრულა
განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
14 მილიონი დოლარი მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გადამზადებისთვის
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი მასწავლებლებსა და დირექტორებს გადაამზადებს