FM97.5 / LIVE

წაღვერის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, ტექნიკა ადგილზე რჩება

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.07.2017
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წაღვერში, არჯევანის ტყეში, ხანძარი ჩამქრალია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩებიან მეხანძრეები და ტექნიკაც.

წაღვერის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, ტექნიკა ადგილზე რჩება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები წაღვერის ტყეში, პრევენციის მიზნით, ჯერ ისევ მუშაობენ.
„ღია ხანძარი აღარსად გვაქვს. ცეცხლი, ფაქტობრივად, ყველგან ჩამქრალია, მაგრამ ჩვენი მეხანძრე–მაშველები და მათ შორის ვერტმფრენიც მუშაობს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ხანძრის ხელახლა გაჩენის საშიშროება აღარ არის და არსად არანაირი კერა არ არის დარჩენილი. მხოლოდ ამის შემდეგ ცხადდება ხოლმე ხანძრის ლიკვიდაცია“, – განმარტავენ სააგენტოში.

ბორჯომის მუნიციპლაიტეტის გამგებლის მოადგილე, ანზორ სვანიძე განმარტავს, რომ ტექნიკის საჭიროება აღარაა: „ადგილზე ტექნიკა აღარ მუშაობს, მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით, 5 საათამდე წაღვერში დარჩება ვერტმფრენი, ყოველი შემთხვევისათვის“.

რაც შეეხება დამწვარ ფართობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ დამწვარია 5 ჰექტარი ტყის მასივი, თუმცა გამგებლის მოადგილე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ დამწვარი ტერიტორია 2.5 ჰექტარია: „კერები იყო სხვადასხვა ტერიტორიაზე გავრცელებული, მაგრამ ,მაქსიმუმი არის 2.5 ჰა, რომელიც დაზარალდა და დაიწვა“.

შეგახსენებთ, რომ წაღვერში, არჯევანის ტყეში, ხანძარი გუშინ, 26 ივლისს, დილით გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე დამატებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი და რთული რელიეფი ართულებდა.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
შსს: წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი [Photo/Video]
სვირის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის
ხანძრის ერთი კერა სამცხე–ჯავახეთში–27 სექტემბერი
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს