FM97.5 / LIVE

შსს: წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წაღვერში, არჯევანის ტყეში გაჩენილი ხანძარის რამდენიმე კერა 5ჰა-მდე ფართობზე ფიქსირდება. მეხანძრე-მაშველებმა ზოგიერთ ადგილზე შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობას ქარი და რთული რელიეფი ართულებს.

შსს: წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი [Photo/Video]

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ინტენსიურად მიმდინარეობს, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან.

"ხანძარის რამდენიმე კერა დაახლოებით 5ჰა-მდე ფართობზე ფიქსირდება. მეხანძრე-მაშველებმა ზოგიერთ ადგილზე უკვე მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი. იმ ადგილზე სადაც ტექნიკით მისვლა შეუძლებელია, ქვეითი მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულები, ასევე, მუშაობს ვერტმფრენი", – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.



შსს: წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი [Photo/Video]

შსს: წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი [Photo/Video]

შსს: წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი [Photo/Video]
ფოტო/ვიდეო: შინაგან საქმეთა სამინისტრო


შეგახსენებთ, წაღვერში, არჯევანის ტყეში, ხანძარი დღეს, 26 ივლისს, 10:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი შერეულ ტყეს მოედო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: წაღვერში, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს
წაღვერის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, ტექნიკა ადგილზე რჩება
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია