FM97.5 / LIVE

”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე”

მთავარისაზოგადოება 12.04.2013
”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე” ამ სახელწოდებით დღეს ახალციხეში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემაც მიიღო.

”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე”
აქცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ”ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში მოეწყო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. გამწვანდა რაბათში, სასაფლაოსა და ტბის მიმდებარე ტერიტორია.

”სულ 600 ნერგი ჩამოგვიტანეს, აქედან 300 ნეკერჩხალი, 100 ცაცხვი, 100 იფანი და 100 კვიპაროსი. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც აქციაში მიიღო მონაწილეობა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის რწმუნებული დავით სამსონიძე.

გამწვანების აქციაში მონაწილეობას ახალციხის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებიც იღებდნენ.

”ჩვენ თავად გამოვთქვით სურვილი ამ აქციაში მონაწილეობა მიგვეღო, 12 თანამშრომელი ამოვედით სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და თითქმის 300 ნერგი უკვე დავრგეთ”, - ამბობს სახანძრო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ედვარდ ინასარიძე.

აქციაში მონაწილეობა პირველი, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლების მოსწავლეებმაც მიიღეს.

”ჩვენ მეექვსე სკოლიდან ამოვედით ბავშვები, რათა გავალამაზოთ ჩვენი გარემო, მე პირადად ხუთი ხე დავრგე”,- ამბობს მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გოგოლაძე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის ”ოპიზარის” სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ დარგულ ხეეებს მომავალშიც მოუვლიან.

გამწვანების აქციას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბიც დაესწრო, მან ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ხე დარგო და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობაც აიღო.

”ეს კამპანია იმიტომაა განსაკუთრებული, რომ თითოეულ ხეს ეყოლება თავისი მეურვე და იზრუნებენ მასზე, ჩვენ გვინდა ახალგაზრდები გამწვანების აქციაში აქტიურად ჩაერთონ. ამ კამპანიისთვის სულ 20 000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ნერგი გამოიყო”,- ამბობს შალვა ამირეჯიბი.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'დარგე შენი მომავალი' - გამწვანების აქცია ახალციხეში
’დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე’
ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო
ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს
ახალციხეში სატყეო სექტორში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს
აქცია 'მწვანე მომავალი' ახალციხეში
სხვილისში გამწვანების აქცია მოეწყო