FM97.5 / LIVE

ახალციხეში სატყეო სექტორში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს

მთავარისაზოგადოება 12.04.2013
სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმები და ადგილობრივი პრობლემები. ამ საკითხებზე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN)და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს ესაუბრნენ.

ახალციხეში სატყეო სექტორში არსებულ რეფორმებზე ისაუბრეს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად და ღია გარემოსდაცვის სამოქალაქო ინიციატივასთან ერთად სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე საზოგადოების ინფორმირებას და ადგილობრივი პრობლემატიკის შეფასებების პროგრამას ტყის მართვის დარგში ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ყველა დაინტერესებულ მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე ერთიანი სურათის შექმნა. რაც მომავალში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება გამოყენებული.

დღევანდელ შეხვედრაზე მონაწიელობას მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იღებენ.

”გვინდა, რომ ჩვენს პროექტში ადგილობრივი მოსახლეობა და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები იყვნენ ჩართული და უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ. არ გვინდა სიტყვები იყოს, ამიტომ რეალურად ვცდილობთ ისეთი მექანიზმები შევიმუშაოთ, რომ მონაწიელობა ყველამ მიიღოს”, - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს შვიდ რეგიონში სოციოლოგიურ კვლევებს ჩაატარებენ, რომელიც 2 400-მდე სოფელს და 43 ქალაქს მოიცავს.

”სოციოლოგიური კვლევები რეგიონში ადგილობრივ პრობლემებს და აქტუალურ თემებს გვიჩვენებს. რაც დაგვეხმარება მომავალში სწორად მივიღოთ გადაწყვეტილებები” – ამბობს რეზო გეთიაშვილი.

მსგავსი სახის გაცნობითი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება.
”მსგავსი შეხვედრები ჩვენს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, პირველი შეხვედრა სავარაუდოდ ადიგენში გაიმართება”, - ამბობს ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხათუნა ხმალაძე.

ამავე პროექტის ფარგლებში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და გარემოს დაცვის სამინისტრო, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის მხარეში გამწვანების აქციას ”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე” გამართავს.

ნერგები რაბათისა და ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე დაირგვება. გამწვანების აქციაში მონაწილეობას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ .

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

’დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე’
თანამშრომლობა სატყეო სფეროში და სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმები
”დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე”
CENN : სამცხე-ჯავახეთში ტყეების მდგომარეობა უარესდება
CENN: „ ტყეების   95%  შეშის წარმოებაში მიდის“
დასუფთავების აქციას რეგიონული სამოქალაქო ინიციატივები შეუერთდნენ
გარემოსდაცვის დღეს ახალციხეში დასუფთავების აქცია მოაწყვეს