FM97.5 / LIVE

ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.04.2019
დღეს, ხუთ აპრილს, ახალციხეში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის ცენტრსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე 500–მდე კედანის, იფნის, ნეკერჩხლისა და ცაცხვის ნერგები დარგეს.

ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს

ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნერგები რუსთაველის, კოსტავასა და შალვა ახალციხელის ქუჩებზე, ასევე, ტბის მიმდებარედ დარგეს. აქციაში ჩართულები იყვნენ ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, კოლეჯ „ოპიზარისა“ და სამცხე–ჯავახეთში პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

„ბოლოს ქალაქში მსგავსი აქცია 2017 წელს მოეწყო. ქუჩებში ძალიან ცოტა ხეა, წლების განმავლობაში ზოგი მობერდა, ზოგი ამოვიღეთ, ამიტომ ახალი გვჭირდება“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს

ხეების ნერგების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 500 ლარი გამოიყო. ქალაქის გამწვანების იდეა კი ახალციხის ზრდასრულთა ცენტრის ხელმძღვანელს თამუნა კაპანაძეს ეკუთვნის: „ახალციხის მუნიციპალიტეტს ვებგვერდს დაემატა ახალი ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შეგვეძლო ჩვენი იდეები გაგვეგზავნა და ამის მიხედვით ბიუჯეტს დაგეგმავდნენ. მე ქალაქის გამწვანების იდეაზე დავწერე და აი ხორციელდება კიდეც“.

ახლადდარგული ნერგების მოვლაზე შპს „კეთილმოწყობის“ სამსახური იზრუნებს.

ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სხვილისში გამწვანების აქცია მოეწყო
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, ახალგაზრდებმა 500 ნერგი დარგეს [Photo]
ახალციხის სამ სკვერში ხეები დარგეს
აქცია 'მწვანე მომავალი' ახალციხეში
ასპინძაში 200–მდე ხის ნერგი დარგეს
ახალციხის ტბის მიმდებარედ 70 ძირი ფიჭვი დარგეს
ახალციხის სკვერში ნაძვის ხეები დარგეს