FM97.5 / LIVE

ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

მთავარისაზოგადოება 16.04.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომლებმა, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა და მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმა, დასუფთავების აქცია მოაწყეს.

ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქ ახალციხის შემოსასვლელი და გასასვლელი, ხელოვნურ ტბის, ახალციხის ციხის, ქალაქის სკოლებისა და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიები. სოფლების მცხოვრებლებმა სოფლის ქუჩები და სასაფლაოები დაასუფთავეს.

დასუფთავების აქცია ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო. თვითმმართველობამ ორგანიზებაში საგანმანათლებლო რესურსცენტრი დაიხმარა. რესურსცენტრს აქციაში სკოლების ჩართვა დაევალა.

შედეგად, სკოლების მოსწავლეებმა სკოლების ეზოები და მიდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. გარდა ამისა, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილმა რაბათში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი სომხური სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იზრუნა, თვითმმართველობას ქალაქის გასასვლელის, აბასთუმნის გზატკეცილის დასუფთავება ხვდა წილად, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია კი პროფესიული კოლეჯის "ოპიზარის" სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ დაასუფთავა.

დასუფთავებული ადგილებიდან ნარჩენები ქალაქის დასუფთავების სამსახურმა შპს "კეთილმოწყობამ" გაიტანა.

აქციაში ჩაერთო ახალციხის მუნიციპალიტეტის 47-ვე სოფელი. ადგილობრივებმა სოფლის ქუჩები და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.

ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის თანამშრომლებმა ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს
დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ
დასუფთავების აქცია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]
ახალგაზრდებმა მეორე საჯარო სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს
'ალფას' წევრებმა რაბათში ტყე დაასუფთავეს [Photo]