FM97.5 / LIVE

ახალციხეში თანამედროვე რუსეთის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2017
„არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“– დღეს, 18 ივლისს ახალციხეში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალციხეში თანამედროვე რუსეთის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამის“ ორგანიზებით, უკრაინელი ჟურნალისტის პიტერ პომერანცევის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

უკრაინელი ჟურნალისტი წიგნში ასახავს, თუ როგორ ვრცელდება რუსული მედიით რუსული პროპაგანდა, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. წიგნის სახლეწოდებაც სწორედ აქედან მოდის: „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“.

პრეზენტაციის ორგანიზატორების თქმით, ჟურნალისტი წიგნზე ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა.

„უკრაინელი ჟურნალისტი ცხრა წელი აკვირდებოდა რუსულ მედიას თუ როგორ ავრცელებდა ის რუსულ პროპაგანდას, დეტალები კი წიგნში აღბეჭდა. ქართულად ჩვენ ვთარგმნეთ და ახლა უკვე მისი წაკითხვა ქარველ მკითხველსაც შეუძლია“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამის“ პროექტების მენეჯერი მაია მესტუმრე.

წიგნის პრეზენტაცია საქართველოს რეგიონებში, დაახლოებით 15 ქალაქში უკვე გაიმართა. ახალციხის შემდეგ კი ორგანიზატორები უკრაინელი ჟურნალისტის ნამუშევარის გაცნობას რაჭისა და სვანეთის მოასახლეობისთვის გეგმავენ.

წიგნის პრეზენტაცია რეგიონებში, დასავლეთ–აღმოსავლეთ მართვის ინსტიტუტის დახმარებით, პროექტ „აქსესი“ ფარგლებში ტარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ 2012 წლიდან არსებობს და მათი მიზანია თარგმნონ და გამოსცენ არამხატვრულ ლიტერეატურა, თანამედროვე ბესცელერები, რომლებიც ძირითადად გლობალურ საკითხებზეა. უკრაინელი ჟურნალისტის წიგნი „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია:მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“, უკვე მეთვრამეტე თარგმანია.

ახალციხეში თანამედროვე რუსეთის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნიაზ ბოლქვაძის წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში
თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
რომან გოგოლაურის წიგნის პრეზენტაცია
'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში
„ჯავახური ლექსიკის“ პრეზენტაცია ახალციხეში
ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
ახალციხეში მერაბ რატიშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა