FM97.5 / LIVE

ახალციხეში მერაბ რატიშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

მთავარისაზოგადოება 01.08.2014
"ჯუღა", "თეთრი ლამა" და "დაკარგული ფურცლები" – ახალციხის ციხეში მწერალმა მერაბ რატიშვილმა საკუთარი წიგნების პრეზენტაცია მოაწყო.

ახალციხეში მერაბ რატიშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

მერაბ რატიშვილი ახალციხეში ახალციხის ციხის ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდა. "ჯუღა", "თეთრი ლამა" და "დაკარგული ფურცლები" მწერალმა პატიმრობაში ყოფნის დროს დაწერა.

"პირველი ჩემი ნაწარმოები იყო "ჯუღა", მისი მეორე ნაწილია "ილიადი", ეს არის რამდენიმე ეპოქის შერწყმა, მაგრამ უმეტესად მოვლენები ვითარდება მეოცე საუკუნის ბოლოს. მეორე ნაწარმოებია "თეთრი ლამა", ქართველ მედიუმზე, რომელმაც იმოგზაურა მთელს მსოფლიოში და თავისი სიცოცხლე დაასრულა ტიბეტის მონასტერში", – ამბობს მერაბ რატიშვილი და ამატებს, რომ ამ ნაწარმოებში იგი ტიბეტურ–ხევსურულ კვალის ერთობაზე საუბრობს.

მესამე ნაწარმოები, რომელიც მერაბ რატიშვილმა ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა "დაკარგული ფურცლებია".

"ეს არის წიგნი, რომელიც მიეძღვნა დიდ ქართველ მწერალს, უდიდეს ადამიანს ჭაბუა ამირეჯიბს და პრაქტიკულად ეს არის დათა თუთაშხიას გაგრძელება", – ამბობს წიგნის ავტორი და ამატებს, რომ ამ წიგნის გამოცემის კურთხევა ჭაბუა ამირეჯიბისგან მიიღო.

მერაბ რატიშვილი 5 წლის განმავლობაში ციხეში იყო. სწორედ საპატიმროში ყოფნის დროს, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში დაწერა სამივე წიგნი. გარდა ამისა დაწერილი აქვს ლექსები და მოთხრობებიც.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნიაზ ბოლქვაძის წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში
თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
‘პირველი მერცხალი’ სამცხე–ჯავახეთში – წიგნი დეკანოზ სტეფანეს შესახებ
თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა
ახალციხეში მაყვალა გონაშვილის პოეზიის საღამო გაიმართა
'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა