FM97.5 / LIVE

„ჯავახური ლექსიკის“ პრეზენტაცია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.11.2014
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ზედგინიძის წიგნის „ჯავახური ლექსიკის“ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაცია მწერლის დაბადებიდან 90 წლისთავის მიეძღვნა.

„ჯავახური ლექსიკის“ პრეზენტაცია ახალციხეში

გიორგი ზედგინიძე 1922 წლის 10 ივლისს, ბორჯომის რაიონის სოფელ ბალანთაში დაიბადა. პროფესიით ფილოლოგმა, ჯავახური ლექსიკის დიალექტის შეგროვება 17 წლის ასაკში დაიწყო. მუშაობდა ახალდაბის სკოლა სანატორიუმში დირექტორად, ასევე წლების განმავლობაში იყო ბორჯომში მეოთხე საშუალოს სკოლის დირექტორი. აღნიშნული სკოლა დღემდე გიორგი ზედგინიძის სახელს ატარებს.

გიორგი ზედგინიძე არაერთი რომანის, დრამისა და პატრიოტულ მოტივზე დაწერილი ლექსის ავტორია. ჩატარებული აქვს ისტორიული და ეთნოგრაფიული კვლევები. 1984 წელს მესხეთის სახელმწიფო თეატრში მისი ერთ–ერთი დრამაც დაიდგა.

იგი 1994 წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მოხერხდა.

„ჯავახური ლექსიკა“ ერთ–ერთი ყველაზე დიდი ნაშრომია, ამ წიგნში დაახლოებით 28 ათასი სიტყვაა. ეს სიტყვები დღეს აღარ გამოიყენება. ის ადამიანები, ვისგანაც მამა ინიშნავდა ამ ყველაფერს, მეცხრამეტე საუკუნის მოღვაწეები იყვნენ“, – ამბობს გიორგი ზედგინიძის შვილი ვლადიმერ ზედგინიძე, რომლის ინიციატივითა და სახსრებით გამოიცა აღნიშნული წიგნი.

ვლადიმერ ზედგინიძეა აღნიშნული წიგნის რედაქტორიც.

პრეზენტაციას მწერლის ოჯახის წევრების გარდა, სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჯავახური ლექსიკის“ მორიგი პრეზენტაცია 2 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იგეგმება, შემდეგ კი დაგეგმილია თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტსა და ბორჯომში.

„ჯავახური ლექსიკის“ პრეზენტაცია ახალციხეში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომან გოგოლაურის წიგნის პრეზენტაცია
'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარინა ზედგინიძე გარდაიცვალა
ნიაზ ბოლქვაძის წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში
რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე
თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა