FM97.5 / LIVE

რა იგეგმება 19 აპრილს ახალციხის ციხეში?

მთავარისაზოგადოება 10.04.2013
რა გეგმები აქვს ახალციხის ციხის ახალ ხელმძღვანელს სამომავლოდ, როგორ აპირებს ტურისტების მოზიდვას და აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებების განხორციელებას, - ”სამხრეთის კარიბჭე” გუჯა ბიჭაშვილს ესაუბრა

რა იგეგმება 19 აპრილს ახალციხის ციხეში?

ააიპ ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ოფიცილაურად 28 მარტიდან ჰყავს. ამ თანამდებობაზე გუჯა ბიჭაშვილმა ბესიკ ბლიაძე შეცვალა.

ბიოგრაფია

გუჯა ბიჭაშვილი 1975 წლის 21 მარტს დაიბადა. 1992 წელს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთო. 16 წლის ასაკში აფხაზეთის საბრძოლო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.

”ამის შემდეგ გავხდი პირველი ნორჩი შავნაბადელი. თავდაცვის სამინისტროს უშუალო მითითებით გავემგზავრე სანკტპეტერბურგის უმაღლესი საერთო საჯარისო, სამხედრო, სამეთაურო სასწავლებელში. შემდეგ კი თვენახევრის განმავლობაში გია ყარყარაშვილის პირად დაცვაში ვიყავი და როცა ის დაჭრეს, თავზე ვადექი. ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბში, ჩვენი სამხედრო წარმომადგენლის გენერალ-მაიორ ჩიქოვანის ადიუტანტი ვიყავი. შემდეგ ისევ დავბრუნდი ლენინგრადში და სწავლა გავაგრძელე. 1998 წელს, როცა საქართველოში ჩამოვედი სამთვიანი კურსები გავიარე და მაქვს სამხედრო ოფიცრის დიპლომი, სამხედრო საინჟინრო სამეთაურო სპეციალობა”- გვიამბობს იგი.

ბიჭაშვილი ამბობს, რომ 2006 წლიდან ოპოზიციურ ბრძოლებში ჩაერთო: ”როდესაც სააკაშვილი და მისი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მათთვის პრორუსული ორიენტაციის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი ალბათ ჯაშუში იყო. ამიტომ, ეს იყო გაერთიანებული ოპოზიცია, ეს იყო ”სახალხო კრება” თუ სხვა მოძრაობები, სადაც სამართლიანობის აღდგენისათვის მონაწილეობა მაქვს მიღებული. ვიყავი კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი”.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გუჯა ბიჭაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. მიმდინარე წლის 28 მარტიდან კი ახალციხის ციხის დირექტორია.

- მას შემდეგ, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნეთ, რაიმე საკადრო ცვლილება ხომ არ განგიხორციელებიათ ან ხომ არ გეგმავთ?

- არანაირი ცვლილებები აქ არ ხორციელდება. პირიქით, ახლა გაზაფხული მოვიდა და მუშა ხელია საჭირო.

- ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს...

- ვანო მერაბიშვილის ბოდვა არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი ფაშასავით იყო გამეფებული სამცხე-ჯავახეთში. ამას პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებს ნურავინ, არცერთი პიროვნება, რომელიც აქამდე მუშაობდა, არ არის გათავისუფლებული. პირიქით, ჩვენ თანამშრომლებს ვაბრუნებთ და ვამატებთ. ის რაც მოხდა ზამთრის პერიოდში, ეს იყო დროებითი, სეზონური შემცირება. ყველას აბსოლუტურად, დამლაგებლებს, მეეზოვეებს და ასე შემდეგ, ყველას ვაბრუნებთ და ვამატებთ.

უკვე სამი თანამშრომელი მყავს მიღებული, ორს დღეს გავუფორმე ხელშეკრულება. მე რაც მოვედი აქ, თანაშრომლების ნახევარი დამხვდა, მაგრამ ის, რომ მე ვინმე გავათავისუფლე, მცდარი ინფორმაციაა. მას უნდოდა პოლიტიკური სარჩული დაედო, რომ აქ რაღაც ხდება. გახსოვთ ალბათ, ისევე, როგორც პოლიტიკური სარჩული დაუდო ენის რატიფიცირებას და არ გამოუვიდა, ასევე რაბათზე არ გამოუვიდა. იგივე იყო მაღაზიების დაკეტვასთან დაკავშირებით.

- როგორ ემზადება ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ახალი ტურისტული სეზონსთვის?

- ალბათ ნახეთ, რომ ნელ-ნელა მაღაზიები იხსნება, ციხის ტერიტორიაზე გადაღებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი იყო სეზონთან დაკავშირებული. აპრილის თვეა და ტურისტები ნელ-ნელა იწყებენ მოძრაობას. ზამთარს მკვდარი სეზონი ჰქვია, ამიტომ მაშინ იყო ხარვეზი, რომ შეამცირეს. მგონი აწი უკვე სხვანაირი ელფერი მიეცემა და ასე აღარ იქნება, რომ ციხემ მხოლოდ სეზონურად იმუშავოს.

19 აპრილს დიდი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება და ეს იქნება ახალი ტურისტული სეზონის გახსნა. შეუძლია მთელ სამცხე-ჯავახეთს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს მობრძანდეს.

ასევე, სხვადასხვა ჯიშის ვენახები შემოვიტანეთ საგურამოდან, ბატონი ბიძინას მეურნეობიდან, ეს არის კარდინარი, მესხური, იტალიური, ჩინური ვაზის ჯიშები, რომლებიც ტერასებზე უკვე დარგულია. ასევე სხვადასხვა ჯიშის მესხური ხეები შემოვიტანეთ, ხიზაბავრიდან და ვარძიის მხრიდან და აქ ვაშენებთ. ასე რომ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

- როგორ აპირებთ ტურისტების მოზიდვას?

- ამ მიმართულებით ჩემი მოადგილე გიროგი ჩერქეზიშვილი მუშაობს. ჩვენ გაქვს უკვე ჩამოყალიბებული გეგმა და ბატონი გიორგი დაიწყებს მიმოსვლას ტურისტულ კომპანიებთან, უნდა მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ტურისტი. ეს პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

- რამდენი ტურისტი მოდის თვის განმავლობაში?

- მიმდინარე წლის იანვარში ახალციხის ციხე 1622-მა ადამიანმა მოინახულა. თებერვალში 1536-მა, მარტში კი 1750 ტურისტი იყო. ამ რიცხვში ყველა დამთვალიერებელი შედის, მოზრდილიც, სტუდენტიც და ასე შედეგ.

- რა თანხით ფინანსდება ახალციხის ციხე ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

- ამ ეტაპზე 400 ათასი ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, კიდევ არსებობს რაღაც შეთანხმება, რაზეც კულტურის სამინისტროსთან გვექნება საუბარი, დავუკავშირდებით ისევ ჩვენს საკრებულოს და გამგეობას და გაიზრდება დაფინანსება.


[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
გუჯა ბიჭაშვილი: რაბათის თემაზე აჟიოტაჟი დასრულებულია
ახალციხის ციხეში 19 აპრილს ღონისძიება აღარ გაიმართება
ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას