FM97.5 / LIVE

‘’მესხების გრძელი გზა შინისაკენ’’

მთავარი 30.04.2012
დღეს ახალციხეში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშ“ი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მაჰმადიანი მესხების ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებებისა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გზის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

‘’მესხების გრძელი გზა შინისაკენ’’

გამოფენა სახელწოდებით - ’’არაღთქმული მიწა - მესხების გრძელი გზა შინისაკენ’’ გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ’’1940-იან წლებში საქართველოდან გადასახლებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ’’უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი’’ ორგანიზაციასთან - ’’მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ’’, თანამშრომლობით.

ფოტოები ძირითადად საქართველოსა და აზერბაიჯანშია გადაღებული და მათი ავტორი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თემო ბარძიმაშვილია. იგი ფოტოებზე ათი თვის განმავლობაში მუშაობდა. ფოტოგრაფი ამბობს, რომ მესხები გახსნილი ხალხია და მათთან მუშაობისას პრობლემები არ ჰქონია: ’’ჩემთვის კულტურული შოკი იყო, როცა ვხედავდი მათ შრომისმოყვარეობას, ეზოებს, ბოსტნებს. ძალიან თბილი და გახსნილი ხალხია’’.

ახალციხემდე მსგავსი ფოტოგამოფენა თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ფოტოები ახალციხეში რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი გამოფენა გორსა და ბათუმში გადაინაცვლებს. სამომავლოდ ფოტოების კრებულის სახით გამოცემაა დაგეგმილი.

[ნინო ნარიმანიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ლელა ფერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
„ძველი და ახალი ახალციხე“ – გამოფენა "ახალციხის ციხეზე"
გოგონა დაიბადა – გამოფენა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ
„გისოსებს გარეთ“ -  ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა ახალციხეში
"საქართველო და ევროპა" ახალციხეში
ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა ახალციხეში