FM97.5 / LIVE

“რიგში დგომით ყველაფერი დახმა“ – სარწყავი წყლის პრობლემა ჭაჭარაქში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.07.2017
ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქში ადგილობრივები არასაკმარის სარწყავ წყალსა და მომატებულ ტარიფზე ჩივიან.

“რიგში დგომით ყველაფერი დახმა“ – სარწყავი წყლის პრობლემა ჭაჭარაქში
სოფელ ჭაჭარაქში რწყვის სეზონი ერთი თვეა დაიწყო, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ უმეტესობას ნაკვეთები ჯერაც არ მოურწყავს.

„ჯერ არ მომირწყვია, რიგს ველოდები, ახლაც საქაჩზე მივდივარ, რომ გავიგო როდის შევძლებ კარტოფილის მორწყვას. რიგში დგომით ყველაფერი ჩამიხმა, ახლა მაგას რა წყალი უშველის არ ვიცი. ვერ გვამარაგეს საქაჩი ყველას“, – გვეუბნება ჭაჭარაქელი სერგო აღაბაბიანი.
რიგში დგომით, რომ მოსავალი ხმება, ამაზე ჭაჭარაქში სხვებიც საუბრობენ, თუმცა აქ პრობლემა მხოლოდ წყლის სიმცირე როდია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს სატუმბ სადგურზე ტარიფმაც მოიმატა, აქმდე თუ ერთ საათში 60 ლარს იხდიდნენ, წელს 65 ლარი გახდა.

„ძალიან ძვირი! იმის გამო, რომ ნათესებს დროულადაც ვერ ვრწყავთ რაღაც შეღავათი გაგვიწიონ, უარესს აკეთებენ, ფასს ზრდიან“, – ამბობს ადგილობრივი დიმიტრი ვირაბიანი.
წყალსაქაჩი რომ ნაკვეთების დროულ გასარწყავიანებას ვერ ახერხებს, ამასჭაჭარაქის სატუმბი სადგურის ხელმძღვანელი არამ ელბაქიანიც ადასტურებს: „გვალვებია, წყალი ყველას ერთდროულად უნდა, ეგრე კიდევ არ გამოდის. ვიცი რომ ვერ ასწრებენ მაგრამ წყალი საკმარისია, სატუმბიც კარგად მუშაობს, უბრალოდ ამაზე მეტის მიწოდება ფიზიკურად შეუძლებელია, სატუმბს ვერ გადავწვავთ“.

იგივე მიზეზს ასახელებს ახალციხის სამელიორაციო სამსახურის უფროსი ჯემალ გიორგაძეც: „მორწყვის პერიოდი რომ დაიწყო რამდენიმე კვირა გაჩერებული იყო საქაჩი არავის ახსენდებოდა მოერწყო, ახლა ყველას ერთდროულად მოუნდაა და დროში ვერ ეტევიან. სატუმბს არანაირი პრობლემა არ აქვს, ის გამართულად მუშაობს. რაც შეეხება წყლის ოდენობას, საკმარისი წყალი რომ არ იყოს, საქაჩი ვერ იმუშავებდა“.

რაც შეეხება გაზრდილ ტარიფს, გიორგაძე ამბობს, რომ ეს ელექტროენერგიის საფასურის ზრდამ გამოიწვია: „2015 წლიდან ელექტროენერგის საფასური რომ გაიზარდა 4 თეთრით, 2016 წელს სარწყავზე ფასი მაინც იგივე დავტოვეთ. თუმცა, სეზონის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მელიორაციის სამსახურმა დიდი ზარალი მიიღო და ვალები დაუგროვდა. მისი გასტუმრება გამგეობას მოუხდა. ამიტომ გადავწყვიტეთ წელს, რომ ფასი მოგვემატებინა“.

მისივე თქმით, ახალციხეში ფასის ზრდა ყველა სატუმბ სადგურს შეეხო.

სატუმბი სადგური, რომელიც სოფელ ჭაჭარაქში მდებარეობას წყლით ურავლის წყლებიდან მარაგდება და ორ სოფელს მინაძე– ჭაჭარაქს ემსახურება. როგორც სატუმბი სადგურის ხელმძღვანელი ამბობს, სეზონზე საქაჩი 50 ჰექტრამდე ნაკვეთს ასარწყავიანებს. ამ სოფლებში რწყვის სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და აგვისტოს 20 –ამდე გრძელდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ჭაჭარაქში ნაკვეთებს ვერ რწყავენ
ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
რომელი სოფლები გასარწყავიანდება წელს ახალციხეში
ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება
ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება