FM97.5 / LIVE

სოფელ ჭაჭარაქში ნაკვეთებს ვერ რწყავენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.06.2016
ახალციხეში, სოფელ ჭაჭრაქში მცხოვრებლები გაუმართავ სარწყავ სისტემას უჩივიან და ამბობენ, რომ ნათესები უხმებათ, ხელისუფლებას კი სარწყავი არხის შეკეთება მაშინ გაახსენდა, როცა მორწყვის სეზონი დაიწყო.

სოფელ ჭაჭარაქში ნაკვეთებს ვერ რწყავენ
ჭაჭარაქში სარწყავი ქსელი ახლა ეწყობა

ჭაჭარაქელები ახალი სარწყავი სისტემის მონტაჟს ერთი თვეა ელოდებიან. ამბობენ, რომ სამელიორაციო სამსახურმა სამუშაოები რწყვის სეზონზე, მაისის ბოლოს დაიწყო და სისტემის რეაბილიტაციის გამო ნაკვეთები მოსარწყავი დარჩათ.

„ყველაფერი გახმა. მაისის ბოლოს უნდა დაწყებულიყო მორწყვა, ჯერ ერთხელაც არ მოგვირწყავს“, -გვეუბნება სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრები მკრტიჩ ელბაქიანი.

ადგილობრივებმა არც ის იციან, ჭაჭარაქში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია როდის დასრულდება, რომ ნათესების მორწყვა შეძლონ.
„ხალხს ატყუებენ, ყოველ დღე გვეუბნებიან ორ დღეში იქნებაო და გავიდა თვე“, - ამბობს გრიგორ ოგანესიანი.

ჭაჭარაქელები ამბობენ, რომ სარწყავი სისტემის ქსელი ძველი მილებით კეთდება და არ არის გამორიცხული სისტემა მალე ისევ დაზიანდეს.
„მეორად მილებს ყრიან მიწაში, რა იცი როდის გაფუჭდება კიდევ“, - ამბობს ადგილობრივი ვარდენ მინასიანი.

ჯიმშერ გოგოლაური, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი, რომელსაც ჭაჭარაქში მიწის ნაკვეთი აქვს, ამბობს, რომ ზოგ კულტურას დაგვიანებული მორწყვა აღარ უშველის: „სარწყავი არხები მზდ ერთი თვის უკან უნდა ყოფილიყო, მაგრამ სისტემის რეაბილიტაციას ალბათ ორი კვირა კიდევ მოუნდება. მერე კარტოფილის მორწყვას აზრი აღარ ექნება, სულ ჩახმება“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ჭაჭარაქის მოსახლეობას სარწყავის სისტემით სარგებლობა ხვალიდან, 29 ივნისიდან, უკვე შეეძლება.

„წყალსაქაჩზე ყველა სამუშაო დავასრულეთ. ის მილები კი, რომელიც ახლა იყრება, იმისთვის არის, რომ სარწყავი წყალი ყველა ნაკვეთამდე მივიდეს და მაგის რეაბილიტაციასაც მალე დაასრულებენ“, - ამბობს, ა(ა)იპ „ახალციხის მელიორაციის” დირექტორი ჯემალ გიორგაძე.

გიორგაძე ადგილობრივებს ეთანხმება, რომ მორწყვა ნამდვილად დაგვიანდა, თუმცა, აქვე ამბობს, რომ მათი ჩივილი მისთვის გაუგებარია: „მე მოსახლეობას ველაპარაკე, ცოტა კი დაგვიანდა მორწყვა, მაგრამ ყველაფერი იცოდნენ და გარკვეულიც იყო“.

„ახალციხის მელიორაციის” დირექტორი ირწმუნება, რომ მეორადი მილებით შეკეთებული ქსელი მწყობრიდან არ გამოვა და ადგილობრივების შიში უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, წელს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფელ ჭაჭარაქში ნაკვეთებს ვერ რწყავენ. იგივე პრობლემაზე ადგილობრივები შარშანაც წუხდნენ. თემაზე „სამხრეთის კარიბჭეს“ ვრცელი მასალაც აქვს მომზადებული, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებას მელიორაციის საკითხებისადმი მიდგომის შეცვლას ურჩევდნენ. თუმცა, როგორ ჩანს, გასული წლის გამოცდილებამ გაგმგეობას ვერაფერი ასწავლა.

გასულ წელს მომზადებული სიუჟეტი



[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება
“რიგში დგომით ყველაფერი დახმა“ – სარწყავი წყლის პრობლემა ჭაჭარაქში
კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება
წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა
ვალეში, მოსახლეობა ძველი სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს