FM97.5 / LIVE

დახმარების მოლოდინში

მთავარიეკონომიკა 18.05.2012
ჩანგრეული იატაკი, დაბზარული კედლები და დაზიანებული სახურავი. სოციალურად დაუცველი, ექვსსულიანი ოჯახი სახლის შესაკეთებლად დახმარებას ითხოვს

დახმარების მოლოდინში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში მცხოვრები დარბაიძეების ოჯახი ორი ათეული წელია ნახანძრალ ბინაში ცხოვრობს.

- “90-იან წლებში ელექტრო სადენების გამო მთელი სახლი გადაგვეწვა. სოფელი დაგვეხმარა, ფული აგვიგროვა, ტყიდან მასალა მოგვიტანა, მუშა ხელითაც მოგვეშველა, ლოგინი და ტანსაცმელიც მოგვცა”, - გვიამობს 50 წლის ლამარა დარბაიძე.

მაშინ დარბაიძეები სახელდახელოდ შეკეთებულ ბინაში გადავიდნენ და მას შემდეგ სახლში ვეღაც სახურავის, ვერც იატაკის და ვეღარც კედლების გამგრება შეძლეს. ღია კედლებში მზის სხივი და წვიმის წვეთები ერთნაირად ატანს. დარბაიძის თქმით, სახლშიც ისევე ქრის ქარი, როგორც გარეთ: “დამპალია იატაკი, ფუტუროდაა ქცეული. გვეშინია, არ ჩავვარდეთ”.

დარბაიძეებს იატაკი სახლში ერთხელ უკვე ჩაენგრათ.

- “დედამთილი გარდამეცვალა, სახლში თავი ბევრმა ხალხმა მოიყარა. მაშინ მეზობელი დათო ჩაჩანიძე სახლიდან სარდაფში ჩავარდა. კიდევ კარგი სარდაფში დიდი რაოდენობით კომბოსტო გვეყარა და რბილად დაეცა, ღმერთმა უბედურებისგან დაგვიფარა”, - ამბობს დიასახლისი.

დარბაიძეების ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება, 150 ლარია. უსახსრობის გამო საქონელს, ღორსა და ქათამს ვერ ინახავენ, ამიტომ მათი ძირითადი სარჩო შვიდ მეასედზე მოყვანილი მოსავალია.

- “საქონელს და ღორს ვერ ვყიდულობ, რომ ვიყიდო რა ვაჭამო?! მიწაც არ გვივარგა, ურწყავია, გასაყიდს ვერაფერს მოიყვან. რაც აქ მოდის, წლიდან წლამდე თავი ძლივს გაგვაქვს, - გვიხსნის ლამარა დარბაიძე და ამატებს, რომ მათი საჭმელი მხოლოდ კარტოფილი და კომბოსტოა, - ორი კილო ხორცი მხოლოდ სააღდგომოდ და საახალწლოდ თუ ვიყიდეთ, ხანდახან მაგასაც ვერ ვახერხებთ”.

მისი თქმით, რამდენიმე თვეა სოციალური დახმარებიდან აღებულ 150 ლარსაც კრედიტში იხდიან: “შვილიშვილმა იავადმყოფა, პოლისი გვაქვს, მაგრამ ყველაფერში ვერ ვიყენებთ, ამიტომ კრედიტით აღებული 1 800 ლარიდან 1000 ლარი მხოლოდ ნემსებსა და წამლებში დაგვჭირდა, დანარჩენი კი საგაზაფხულო სამუშაოებზე დავხარჯეთ”.

ლამარა დარბაიძემ ახალცხიის მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თსოვნით არაერთხელ მიმართა: “ათუნაშვილი რომ იყო გამგებელი, მაშინაც ვიყავი და დემეტრაძესაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ დღემდე არაფრით დაგვეხმარნენ. ხის მასალა და სამი-ოთხი ტომარა “ალიბასტრი” რომ მაინც მოგვცენ, სახლს ცოტათი მაინც გავამაგრებთ”.

მისი თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა დათო ათუნაშვილმა, მათ ბილეთის გამოწერა და ტყიდან ხის გამოტანა შესთავაზა: “ტყიდან ხის გამოტანა რომ შეგვეძლოს სახლს ამ დონემდე ხომ არ მივიყვანდით?!”

რაც შეეხება დემეტრაძის რეაგირებას, დარბაიძის თხოვნა უპასუხოდ დარჩა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი დარწმუნებულია იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დარბაიძეებს სამშენებლო მასალით აუცილებლად დაეხმარებოდა: “ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში გეტყვიან რა ტიპის საშენი მასალით დავეხმარეთ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ზურა ყულიჯანიშვილის განმარტებით კი გასული წლის აპრილიდან დღემდე, რაიმე ტიპის სამშენებლო მასალა ლამარა დარბაიძეზე არ გაცემულა: “მანამდე მე აქ არ ვმუშაობდი და ვერაფერს გეტყვით”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის თქმით, გასულ წელს ბიუჯეტში ჩასმული იყო მუხლი, რომელიც მხოლოდ სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ითვალისწინებდა დახმარებას. წელს კი აღნიშნულ მუხლს სახელი შეეცვალა და აქ წარმოდგენილი თანხა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან ერთად სოციალურად დაუცველთა დახმარებასაც გულისხმობს: “მოგვმართონ კიდევ ერთელ განცხადებით და შესაძლოა დავეხმაროთ”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

32 თუნუქის ფილა და ხუთი ტომარა ცემენტი – მერიის დახმარება სტიქიით დაზარალებულს
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში
ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ახალციხის გამგეობა შეჭირვებულ ოჯახებს სამშენებლო მასალებით აღარ დაეხმარება
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
გაჭირვებული ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს