FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებს სამი სახელობითი სკვერი შეემატება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2017
ახალციხის თემის სამ სკვერს აფხაზეთისა და რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების სახელებს დაარქმევენ.

ახალციხის სოფლებს სამი სახელობითი სკვერი შეემატება

ახალციხის სოფლების, აგარის, გიორგიწმინდისა და ტყემლანის სკვერების სახელების მინიჭებაზე საკრებულომ დღეს, 23 ივნისს იმსჯელა.
აგარის სკვერს 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული სპეცრაზმელის მარატ ნოზაძის სახელი მიენიჭება.

მარატ ნოზაძე ამავე სოფლის მკვიდრი იყო. იგი 1975 წლის 26 მაისს დაიბადა. აგარაში დაამთავრა 8 წლიანი სკოლა. იგი 2008 წლის 14 დეკემბერს გორის ერთ–ერთი სოფლის სკოლის ეზოში განაღმვითი სამუშაოების დროს დაიღუპა, ნაღმს გადაეფარა და თანამებრძოლები დაიცვა. გარდაცვალების შემდეგ მარატ ნოზაძეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი აქვს მიღებული. ასევე მისი სახელობისაა თბილისის ერთ–ერთი სკვერი.

რაც შეეხება გიორგიწმინდისა და ტყემლანის სკვერებს, როინ სამსონიძისა და ნუგზარ ექსოულის სახელობის იქნება. ორივე მათგანი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ტამიშის ბრძოლაში გრმირულად დაიღუპა.

აღნიშნული სოფლებიდან სკვერი აგარაში უკვე გაკეთებულია, დანარჩენ ორ სოფელში კი სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხის თემის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თამარ გოგინაშვილის განმარტებით, დღეს საკრებულომ მხოლოდ აგარის სკვერის სახელწოდებასთან დაკავშირებით იმსჯელა, რადგან სახელდების შესახებ 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მიხედვით, თუ პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წელზე ნაკლებია გასული, მისი სახელისა და გვარის რომელიმე ტერიტორიისათვის მინიჭების საკითხზე, გადაწყვეტილება საკრებულომ გამონაკლისის სახით უნდა მიიღოს. (მარატ ნოზაძე გარდაცცვალა 9 წლის წინ, 2008 წლის 14 დეკემბერს).

"ეს ეხებოდა მხოლოდ აგარის სკვერს. თუ 20 წელი არ არის გასული გარდაცვალებიდან, საკრებულომ უნდა დაადგინოს საგამონაკლისო წესი, რამდენად შეიძლება ამ სახელის მინიჭება. შესაბამისად, ჩვენ დღეს მივიღეთ განკარგულება, რომ არ ვართ წინააღმდეგი და ამარატ ნოზაძის სახელი მიენიჭოს", – განაცხადა თამარ გოგინაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარასა და ტყემლანაში სკვერებს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა
ახალციხის სამ სოფელში სკვერებს სახელს მიანიჭებენ
გიორგიწმინდაში სკვერს აფხაზეთის ომის გმირის სახელი მიენიჭა
ახალქალაქში აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მიქელაძის სახელობის ქუჩა იქნება
წყალთბილის საჯარო სკოლას სარქის გოგორიანის სახელი მიენიჭება
ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა
ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა