FM97.5 / LIVE

ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა

მთავარისაზოგადოება 25.03.2016
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ახალციხეში, ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს, 2008 წლის ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ანზორ გელდიაშვილის სახელი მიენიჭა.

ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა

აღნიშნულ საკითხზე ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 25 მარტს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის განმარტებით, ხიდი დღეიდან ომში ტრაგიკულად დაღუპული, ახალციხელი ჯარისკაცის ანზორ გელდიაშვილის სახელობის იქნება.

ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდი, შპს "სავაჭრო ცენტრ ახალციხის“ (ახალციხის ბაზარი) ტერიტორიაზე მდებარეობს. ხიდი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2012 წელს ააშენა. სწორედ ამ პერიოდში აშენდა ახალციხის ბაზარიც.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ქალაქის საკრებულოში განუმარტეს, ხიდი აქამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანზე იყო, ახლა კი ახალციხის მერიის ბალანსზე გადავიდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ობიექტისათვის სახელის მინიჭება.

ხიდისათვის აგვისტოს ომის გმირის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო.

ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხიდს აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა
ახალციხეში ანზორ გელდიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს [Photo]
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი
ახალციხეს თავდაცვის მინისტრი ესტუმრება
ახალქალაქში აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მიქელაძის სახელობის ქუჩა იქნება
გიორგიწმინდაში სკვერს აფხაზეთის ომის გმირის სახელი მიენიჭა
აგარასა და ტყემლანაში სკვერებს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა