FM97.5 / LIVE

აგარასა და ტყემლანაში სკვერებს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2018
ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ორ სოფელში, აგარასა და ტყემლანაში მდებარე სკვერებს აფხაზეთისა და აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების სახელები დაარქვეს.

აგარასა და ტყემლანაში სკვერებს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა

აგარის სკვერს 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული სპეცრაზმელის მარატ ნოზაძის სახელი მიენიჭეა.

მარატ ნოზაძე ამავე სოფლის მკვიდრი იყო. იგი 1975 წლის 26 მაისს დაიბადა. აგარაში დაამთავრა რვაწლიანი სკოლა. იგი 2008 წლის 14 დეკემბერს გორის ერთ–ერთი სოფლის სკოლის ეზოში განაღმვითი სამუშაოების დროს დაიღუპა, ნაღმს გადაეფარა და თანამებრძოლები დაიცვა. გარდაცვალების შემდეგ მარატ ნოზაძეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი აქვს მიღებული. ასევე მისი სახელობისაა თბილისის გლდანის რაიონში მდებარე ერთ–ერთი ქუჩა.

ტყემლანის სკვერი ნუგზარ ექსოულის სახელობის იქნება. იგი აფხაზეთის ომში 1992 წელს, ტამიშთან დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლი ტყემლანიდან არის, იგი ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა.

„ახალგაზრდებს უნდა დავუფასოთ ის, რაც თავიანთი ქვეყნისთვის გააკეთეს. ეს ჩვენი ვალია“, –ამბობს საკრებულოს თავმდჯომარე გელა ნოზაძე.

მისი თქმით, გარდაცვლილი მეომრის სახელი დაერქმევა სკვერს სოფელ გიორგიწმინდაშიც: „აქ სკვერს როინ სამსონიძის სახელი დაერქმევა. დღეს ამ საკითხის სხდომაზე გატა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შევძელით“.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების კომისიას, სკვერებზე სახელის დარქმევის მოთხოვნით საკრებულომ 2017 წელს მიმართა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფლებს სამი სახელობითი სკვერი შეემატება
გიორგიწმინდაში სკვერს აფხაზეთის ომის გმირის სახელი მიენიჭა
ახალქალაქში აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მიქელაძის სახელობის ქუჩა იქნება
ახალციხის სამ სოფელში სკვერებს სახელს მიანიჭებენ
ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა
ასპინძაში, ერისთავის ქუჩას გარდაცვლილი მფრინავის სახელი დაერქმევა
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]