FM97.5 / LIVE

ახალციხის სამ სოფელში სკვერებს სახელს მიანიჭებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2017
ახალციხის სოფლების აგარის, ტყემლანისა და გიორგიწმინდის სკვერებს სახელები მიენიჭებათ. ამაზე მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვები მიმდინარეობს.

ახალციხის სამ სოფელში სკვერებს სახელს მიანიჭებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სკვერებისთვის სახელის მინიჭების თხოვნით ადგილობრივებმა მიმართეს.როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ ბარძიმაძე აცხადებს, გამგეობამ თავის მხრივ აღნიშნული საკითხი განსახილველად საკრებულოს გადაუგზავნა.

მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, სოფელ აგარის სკვერს, 2008 წელს სამაჩაბლოში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული კაპიტნის მარატი გენადის ძე ნოზაძის სახელი მიენიჭება, რომელსაც „მარატი ნოზაძის სახელობის სკვერი“ დაერქმევა.

სოფელ ტყემლანის სკვერს, 1992 წელს აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ნუგზარი პავლეს ძე ექსოულიძის სახელი მიენიჭება, რომელსაც „ნუგზარი ექსოულიძის სახელობის სკვერი“ დაერქმევა.

ხოლო, სოფელ გიორგიწმინდის სკვერს, 1993 წელს აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული რიონ ოთარის ძე სამსონიძის სახელი მიენიჭება, რომელსაც „რიონ სამსონიძის სახელობის სკვერი“ დაერქმევა. სამივე მათგანი, ამავე სოფლების მკვიდრია.

თემურ ბარძიმაძის თქმით, სკვერების შესახებ ყველა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე დევს და ნებისმიერ მოქალაქეს, წლის 19 ივნისამდე შესაძლებლობა აქვს, სკვერების სახელწოდებებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები მიაწოდონ.

19 ივნისის შემდეგ კი სახელწოდებები სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება და სკვერებს სახელწოდებები ოფიციალურად მიენიჭებათ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარასა და ტყემლანაში სკვერებს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა
გიორგიწმინდაში სკვერს აფხაზეთის ომის გმირის სახელი მიენიჭა
ახალციხის სოფლებს სამი სახელობითი სკვერი შეემატება
ახალქალაქში აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მიქელაძის სახელობის ქუჩა იქნება
ასპინძაში, ერისთავის ქუჩას გარდაცვლილი მფრინავის სახელი დაერქმევა
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახები 1000 ლარს მიიღებენ
წყალთბილის საჯარო სკოლას სარქის გოგორიანის სახელი მიენიჭება