FM97.5 / LIVE

ახალქალაქში აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მიქელაძის სახელობის ქუჩა იქნება

მთავარისაზოგადოება 27.08.2014
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალქალაქში მდებარე ფელიქს დერჟინსკის ქუჩას 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული უფროსი სერჟანტის თამაზ მიქელაძის სახელი დაერქვა.

ახალქალაქში აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ მიქელაძის სახელობის ქუჩა იქნება
ამის შესახებ, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიამ იმსჯელა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს.

კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში მდებარე 50-მდე ქუჩას და რამდენიმე სკვერს ახალი სახელწოდება მიენიჭა. მაგალითად, ახალქალაქში მდებარე ფელიქს დერჟინსკის ქუჩას 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული უფროსი სერჟანტის თამაზ მიქელაძის სახელი დაერქვა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე სკვერს 2008 წლის ომში დაღუპული გმირების სახელობის სკვერი ეწოდა. ხოლო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარე ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული, ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი გმირის ლევან ცისკარიშვილის სახელი მიენიჭა.

თვითმმართველ ერთეულების მიერ წარდგენილი სხვა წინადადებების ერთ ნაწილს, სახელმწიფო კომისიის მხრიდან დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ხოლო რამდენიმე ქუჩის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, უახლოეს სხდომამდე გადაიდო.

[skneww.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარასა და ტყემლანაში სკვერებს ომში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ გულსუნდის ქუჩებს სახელები შეეცვალა
გიორგიწმინდაში სკვერს აფხაზეთის ომის გმირის სახელი მიენიჭა
ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი
ასპინძის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპული ტარიელ ქამაშიძის  ხსოვნას
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]