FM97.5 / LIVE

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 07.06.2017
თუ თქვენ ახალციხის სოფელში, ფერსაში მოხვდებით, ამ სახლს გვერდს ვერ აუვლით...

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

სამცხეში ვართ, ახალციხესთან ახლოს, ცენტრალური გზიდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელ ფერსის გზას მივუყვებით. გზა მოასფალტებული არ არის და ამბობენ, რომ არც არასდროს ყოფილა.

სოფელში ბუნებრივი მინერალური „მჟავე წყალი“ ამოდის მიწიდან. ეს წყალი ჩემთვის ბორჯომის წყლებზე ბევრად გემრიელი აღმოჩნდა.
სოფლის ბოლოში, იქ, სადაც ისტორიული მეჩეთისკენ მისასვლელი ამაღლებული ხეივანი იწყება, ღელის პირას ერთი სახლი დგას, რომელიც დანახვისთანავე თვალს გწყვეტს თავისი ფერადოვნებით. კედლები მთლიანად მოხატულია.

სახლს ვუახლოვდებით და ღობეებზე აკრული სურათების გადაღებას ვიწყებთ. ხმაურზე ეზოდან დიასახლისი გამოდის და სახლში გვეპატიჟება. სახლი შიგნიდანაც მთლიანად მოხატულია.

„76 წლის ვარ, არც არასოდეს მისწავლია ხატვა. ჩემით მოვინდომე. ახლა აქ მარტო ვცხოვრობ, ჩემი ქმარი გარდაიცვალა. სამი გოგო მყავს, ყველა გათხოვილია, შვილიშვილები მოდიან ხშირად. 12 წელი საბერძნეთში ვმუშაობდი მოხუცების მომვლელად. რომ აღარ შემეძლო მუშაობა, დავბრუნდი აქ. ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე, ის გზაც მე გავაფართოვე, ღელე შემოდიოდა უკვე ეზოსთან“, – გვიყვება სახლის დიასახლისი ეთერ ბექაური.

სახლის მოხატვა სამი წლის წინ დაუწყია.

„ჩანაფიქრი დიდი ხანია მქონდა და ახლა განვახორციელე. ეს აივანი შარშან ზამთარში მოვხატე. ახალგაზრდობაში ბევრი რამის გაკეთება მსურდა, მაგრამ მაშინ არ ვაძლევდი თავს უფლებას. ახლა კი ვაკეთებ, მაგრამ ახლა უკვე ძალა აღარ მაქვს, სანამ ახალგაზრდა ხარ, რაც გსურს, თურმე, ის უნდა გააკეთო“..

სახლის მოხატულობა, ფერები, ორნამენტები, ყვავილები, ძალიან ჰგავს იქვე მდგარი მეჩეთის შემკულობას. ირკვევა, რომ ეთერს ახალგაზრდობა ამ მეჩეთში გაუტარებია, – საწყობის გამგედ მუშაობდა, საწყობი კი მეჩეთში იყო მოწყობილი.

ეთერს ვემშვიდობებით და გზას მეჩეთისკენ ვაგრძელებთ. დაბრუნებისას მხატვარი დიასახლისი ისევ გვხვდება, საკუთარი ხელით გამოხდილ მესხურ ჭანჭურის არაყს, თუთის ტყლაპსა და კაკალს გვჩუქნის და უკანა გზაზე დალოცვასა და კეთილ სურვილებს გვაყოლებს.

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]

[ავტორი: ნესტან ბლუაშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცხოვრება ავარიულ სახლში
ნგრევის პირას მყოფი ორსაუკუნოვანი სახლის მეპატრონეები 10 წელია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ
'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]
ჭელას მეჩეთში სამხრეთის კედლის მოხატვა დასრულდა [ფოტო]
‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]
77 წლის თვითნასწავლი მხატვარი სოფელ ფერსიდან [Video]
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი