FM97.5 / LIVE

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2019
ნოსტალგია "ბაღნარ" აბასთუმანზე. საუბრები კურორტზე და იმედი, რომ ყველაფერი მომავალში უკეთესად იქნება.

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]

ცისფერი სახლის დიასახლისი


ახლა მისი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სახლი ისტორიულია. სახურავი ახალია, შუშაბანდი შეცვლილია და ძველი იერსახე აქვს დაბრუნებული. სახლის ნაწილი შეღებილია ცისფრად, ნაწილი არა. 85 წლის წინ ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა არეთა რაიმოვი.

თავიდან ის ჩვენთან საუბარს პრობლემებზე ლაპარაკით იწყებს.

„რემონტი გამიკეთეს, მაგრამ არ მომწონს და ახლა საქვეყნოდ უნდა ვთქვა, გამებუტებიან მერე და არ ვიტყვი“, – ორჭოფობს, მაგრამ საუბარს მაინც აგრძელებს „დასავლეთის მხრიდანაც გააკეთეს შუშაბანდი. არ უნდა იყოს იქითა მხრიდან ფანჯრები. წვიმა და ქარი რომ დაუბერავს წყალი ასხამს და შემოდის. ყველამ იცის ამის შეახებ და გაგიკეთებთო მპირდებიან“, – ამბობს არეთა რაიმოვი.

როგორც სახლის დიასახლისი ჰყვება ისტორიულად სახლს აივანი ჰქონდა. სადღაც 40–50 წლის წინ სივიწროვის გამო აივანი შუშაბანდად გადაკეთდა.

„რაიკომში ავიღეთ ნებართვა ოთხმა მოსახლემ და შუშაბანდი გავაკეთეთ. დასავლეთის მხარეს კი კედელი ამოვაშენეთ“, – ამბობს ის.

„აბასთუმანში ვარ დაბადებული და გაზრდილი. მიყვარს ძალიან აქაურობა და მეცოდება რომ ასე გაპარტახდა ყველაფერი. ახლა დაიწყო მშენებლობები და შეიძლება ისევ მიაღწიოს იმას რაც იყო“, – საუბრობს არეთა რაიმოვი.

– და რა იყო მაშინ აბასთუმანი? ვეკითხები მე.
– „ბაღნარი იყო“, – მპასუხობს მოკლედ.

არეთა რაიმოვს „ბაღნარზე“ საუბარი დაუსრულებლად შეუძლია, ამბობს რომ ადრე კურორტში რამდენიმე სანატორიუმი მუშაობდა: არაზინდო, ზეკარი, აღობილი, მესხეთი, ვარძია, ცისარტყელა – ბავშვთა.

„მარტო ტუბი დარჩა ახლა და ისიც გადაასახლეს ქვევით“, – ამბობს ის.

– არ მოგწონთ ქვემოთ რომ გადავიდა ტუბ–საავადმყოფო? ვეკითხები ისევ.
– „არა, არა მომწონს, ძალიან კარგია“, – მეუბნება სწრაფად.

არეთა რაიმოვი 55 წელი კურორტ სამმართველოში მუშაობდა ბუღალტრად. ამბობს, რომ საინტერესო წლები უკვე წავიდა, თუმცა იმედოვნებს, რომ ბაღნარად ქცეულს თუ ვერა უკეთესი აბასთუმნის ნახვას მოესწრება.

ახლა ის ცისფერ სახლში ცხოვრობს და არც ფოტოს გადაღებაზე უთქვამს უარი.

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]

სირანუშ აზრუმციანი აბასთუმნიდან


რუსთაველის ქუჩა #72 – ში პატარა ერთსართულიანი შენობა დგას დიდი მინებით. შენობა ისტორიულია, რეაბილიტაცია ჯერ დასრულებული არ არის.

აქ, ამ შენობაში ერთ მხარეს სამკერვალო იყო, მეორე მხარეს ფოტო–ატელია, შუა ნაწილში კი მეწაღე იჯდა.
ახლა შენობა კერძო საკუთრებაა და ქალი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში სამკერვალოში მუშაობდა და შემდეგ აქ შენობის ნაწილი შეისყიდა 65 წლის სირანუშ აზრუმციანია.

„კომუნისტების პერიოდში ვმუშაობდი სამკერვალოში მამაკაცის შარვლებზე. მაშინ ხალხი ტანსაცმელს იკერავდა ახლა აღარ. ერთ შარვალს 15 მანეთად ვკერავდი, დღეში სამ–ოთხს“, – ამბობს ის.

სირანუშ აზრუმციანი ერევნიდანაა.

„16 წლის გავთხოვდი აბასთუმანში. ჩემი ქმრის ბიძაშვილი იყო ჩემი მეზობელი ერევანში, იქიდან გავიცანი და გამოვყევი. აქ გავიზარდე. ყველა აქ მყავს ხალხი, მეგობრები, ქმრის ნათესავები 49 წელია აქ ვარ. ძალიან მიყვარს აქაურობა. მიხარია ახლა ამდენი რამ რომ კეთდება“, – გვითხრა მან.

სირანუშ აზრუმციანს სამი შვილი ჰყავს, რვა შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]

თამარი და თინა


კედლის მოზაიკას ვუღებდი ფოტოებს როცა ისინი დავინახე. ისხდნენ ხის სკამებზე – თამარ ათოშვილი და თინა კუჭაძე.

„ყველაფერი კარგია, ყველაფერი მოგვწონს“, – მითხრეს აბასთუმანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

„შარშან უფრო მეტი ხალხი იყო, ახლა რომ შენდება ყველაფერი ალბათ აღარ წამოვიდა ხალხი“, – ამბობს თინა კუჭაძე.
წარსულზე ორივე მათგანს ნოსტალგია აქვს.

„ადრე კარგი იყო. მაშინ ყველაფერი იყო. კარგი ცხოვრება გვქონდა“, – ამბობს თამარ ათოშვილი.

„კედელთან რომ ფოტოებს იღებდი იქ ადრე კლუბი იყო. ფილმი „თეთრი კაბა“ იქ ვნახე პირველად“, – მეუბნება თინა კუჭაძე და ამატებს „კინოთეატრი იყო ზემოთაც“.

ახლა აბასთუმანში კინოთეატრი არ არის.

გარეთ ღუმელიც დგას. აქვეა დაწყობილი დაჩეხილი შეშაც. აბასთუმანში ბუნებრივი გაზი არის, თუმცა უმეტესობა შეშით თბება.

„გადასახადის გამო“, – მითხრეს ადგილობრივებმა.

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]

[გულო კოხოძე, აბასთუმანი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]
გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]
არის ერთი ქალი . . .
ცხოვრება ავარიულ სახლში
აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
შეწყვეტილი რეაბილიტაცია თუ ფუჭი დაპირება [Photo]