FM97.5 / LIVE

ნგრევის პირას მყოფი ორსაუკუნოვანი სახლის მეპატრონეები 10 წელია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2020
რაბათში, ათონელის ქუჩაზე, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. 1871 წელს ებრაელების მიერ აშენებულ ორსართულიან შენობაში, სახურავიდან წყალი ჩადის, ხის აივანი კი ინგრევა.

ნგრევის პირას მყოფი ორსაუკუნოვანი სახლის მეპატრონეები 10 წელია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ

„ებრაელების გაშენებული სახლია თავისი გერბით, საქართველოში ანალოგი არ აქვს და რუსეთში კიდევ ერთი სახლია მსგავსი. ასეთი ისტორიული სახლი ინგრევა. სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, აივანი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“, - ამბობს ფანია იგითხანიშვილი და ამატებს, რომ ნგრევის შემთხვევაში დაზიანდება გაზის ცენტრალური მილიც.

ორსართულიან ისტორიულ სახლში, ახლა მხოლოდ ორი მაცხოვრებელია. პირველ სართულზე ფანია ცხოვრობს მეორეზე კი მისი და მანანა იგითხანიშვილი.

დებმა გვითხრეს, რომ წლებია სახლის რეაბილიტაციას ითხოვენ, რამდენჯერმე მერს მიმართეს, დაუკავშირდნენ ახალციხე-ადგიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გია კოპაძესაც. ყველა მიმართვაზე პასუხობდნენ, რომ ბინის რეაბილიტაციისთვის თანხა არ ჰქონდათ.

იგითხანიშვილები ამბობენ, რომ ებრაელები ისტორიული სახლის სანახავად ხშირად მიდიან და გაყიდვაც არაერთხელ შესთავაზეს.

„ამბობდნენ როგორ შეიძლება ეს სახლი ასეთ დღეში იყოს, სახელმწიფო არ გაქვთო?! ასე ძალიან უჭირთ რომ გააკეთონო. ეს ხომ ებარელების გაშენებულია და გული წყდებათ. სახლის გაყიდვაც შემომთავაზეს, მაგრამ არ გვინდა“, - ამბობს მანანა იგითხანიშვილი.

ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ იგითხანიშვილების სახლის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაბათის უბანში მდებარე სხვა სახლებსაც აქვთ. მერიაში გვარწმუნებენ, რომ სახლების რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა როდის, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

„ათონელის N14-ში მდებარე იგითხანიშვილების სახლი მერიამ შეისწავლა. ვადასტურებთ, რომ სახლის სახურავიც და კედლებიც დაზიანებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. გარდა აღნიშნულისა, რაბათის უბანში სხვა სახლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას. მოგეხსენებათ, რომ დასახლება მთლიანად არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ამიტომ საჭიროა ამ უბნისთვის სპეციალური პროექტის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებთან შეთანხმდება“, - გვითხრეს მერიაში.

ნგრევის პირას მყოფი ორსაუკუნოვანი სახლის მეპატრონეები 10 წელია დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ორსაუკუნოვანი ისტორიული სახლი ნგრევის პირასაა
‘ორსაუკუნოვანი სახლი ჩაინგრევა და ხალხსაც მოიყოლებს’ - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
‘მეშინია ბავშვები არ მოყვნენ’ - აბასთუმანში ისტორიული სახლები ინგრევა
„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]
შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა