FM97.5 / LIVE
მიწა, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკუთრებაა">

”მიწა, რომელსაც ბოლაჯურის მოსახლეობა ითხოვს სამინისტროს საკუთრებაა”

მთავარიეკონომიკა 28.03.2013
ადიგენის მუნიციპალტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობის მოთხოვნა უშედეგოა, რადგან მიწა, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკუთრებაა

”მიწა, რომელსაც ბოლაჯურის მოსახლეობა ითხოვს სამინისტროს საკუთრებაა”

-"შარშან მოსახლობას რომ შევხვდით, ბევრს მოსწონდა ნაკვეთის იდეა, რადგან დასაქმდნენ და დამატებით შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. ახლა თუ ხელმოწერებს აგროვებენ ვერ გეტყვით, ეს მთავრობის გადასაწყვეტია",- აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი.

მისივე თქმით, როგორც მისთვის ცნობილია "სოფლის მეურნეობის კორპორაციის" ხელმძღვანელობა მოსახლეობას მოყვანილი პრუდუქტის უფასოდ დარიგებას არ დაჰპირებია.

-"როგორც ვიცი, მოყვანილი პროდუქტი მოსახლეობისთვის შეღავათიან ფასად უნდა მიეყიდათ. ჩემი ინფორმაციით, წიწაკა გაიყიდა შედარებით დაბალ ფასად. რაც შეეხება სათესლე კარტოფილს, ეს უნდა კითხოთ კორპორაციას. შემდეგ შეიცვალა მთავრობა, მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ახლა რა ხდება ვერ გეტყვით", - ამბობს გამგებელი.

სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნოდარ ობოლაძე ფიქრობს, რომ მოსახლოების მოთხოვნა უსაფუძვლოა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიწა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკუთრებაა.

"სოფელში გამოჩნდა რამდენიმე მოთავე კაცი და ამბობენ მიწა უნდა დავიბრუნოთო. ეს სოფლის მიწა არ არის და შესაბამისად, მათი მოთხოვნა უშედეგოა", - ამბობს იგი.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”სოფლის მეურნეობის კორპორაცია” ბოლაჯურის მოსახლეობას პასუხობს
ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ
ადიგენში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა
ბოლაჯურის მოსახლეობას ”ოცნების”დახმარების იმედი აქვს
ასპინძის გამგებელი: დავეხმარები ხალხს მოსავლის რეალიზებაში
მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს