FM97.5 / LIVE

მინისტრის მოადგილე: 'სკოლებში დისციპლინა მოეშვა'

მთავარისიახლე, განათლება 30.05.2017
განათლების მინისტრის მოადგილე სამცხე–ჯავახეთის სკოლების მანდატურებს შეხვდა. ლია გიგაურმა მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა და სადამსჯელო ღონისძიებების შემოღებაზე ესაუბრა.

მინისტრის მოადგილე: 'სკოლებში  დისციპლინა მოეშვა'
სამუშაო შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის საჯარო სკოლების მანდატურებთან დღეს, 30 მაისს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე, სკოლებში შესუსტებული დისციპლინის შესახებ ისაუბრა.

„თბილისში გვქონდა შემთხვევები, როცა მანდატურები დაუმეგობრდნენ სკოლის დირექტორს და რაიმე დარღვევაზე ამის გამო აღარ რეაგირებდნენ. მათ ეგონათ, რომ ამ გადაცდომებზე სკოლის დირექტორებს პასუხს მოთხოვდნენ. ვაცხადებ, რომ ამის გამო არცერთი დირექტორი არ მოგვიხსნია და არც დაგვისჯია“, – განაცხადა შეხვედრაზე გიგაურმა.

მისი თქმით,საჭიროა პოლიტიკა გამკაცრდეს: „სკოლებში მოეშვა დისციპლინა, იმის გამო რომ ჩვენ არ ვსჯიდით და პერსონალურად დახმარების მიზნით ვმუშაობდით სკოლის დირექტორებთან. ასე გვსურდა, რომ მანდატურებთან ერთად გაგვეძლიერებინა დისციპლინა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თუ სადამსჯელო სანქციები არ არის ინტეგრირებული, მხოლოდ დახმარების შეთავაზებით გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება შესაბამისად“.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ამ თვალსაზრისით მიდგომები გამკაცრდება: „იქ სადაც არის დარღვევები და რეაქცია არ აქვთ, ანუ დირექტორი ვერ მუშაობს, ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებთ. პრევენციას ყველა ერთად უნდა ვახდენდეთ, დირექტორიც, მანდატურიც და მასწავლებელიც“.

ლია გიგაურის თქმით, ობიექტურ ინფორმაციას სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე სწორედ მანდატურის სამსახურის საშუალებით უნდა იგებდნენ.

„უნდა ხდებოდეს რეაგირება. ბევრგან მოშლილია დისციპლინური კომიტეტები. ამის გამო სკოლებში ისეთი დისციპლინა აღარ არის, როგორიც იყო მაგალთად შარშან. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვთხოვდით მანდატურებს რომ არ მოეხდინათ რეაგირება და მხოლოდ ინფორმაცია მოეწოდებინათ. ახლა ჩვენ ვითხოვთ მათ, რომ რეაგირება მოახდინონ და შესაბამისი აქტიც შეადგინონ. თუ არ ტარდება გაკვეთილები ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და ეს დოკუმენტურადაც უნდა გაფორმდეს“.

სამუშაო შეხვედრას განათლების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განმარტებით სამცხე–ჯავახეთი ერთ–ერთია იმ რეგიონებს შორის, სადაც მანდატურები არა ერთ დარღვევას აფიქსირებენ: „თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი დარღვევა არცერთი არ ყოფილა“.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ხმალაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ სკოლების რიცხვი, რომლებშიც მანდატურები იქნებიან. მისივე თქმით, რესურსცენტრის ინიციატივით სკოლებში შექმნილია „მშობელთა კლუბები“: „ასე ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად ხვდებიან მშობლებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს ერთად განიხილავენ“.

განათლების სამინსიტროს ინფრომაციით სამცხე–ჯავახეთის სკოლებს ბოლო პერიოდში 15 ახალი მანდატური დაემატა. ისინი ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლებში გადანაწილდნენ.

„მნიშვნელოვანია ის, რომ კონკურსის წესით ადგილობრივი კადრები შეირჩნენ, მათ გაიარეს სპეციალური მომზადება, მათ შორის ძალადობის იდენტიფიკაციასა და რეაგირების საკითხებში, მოსწავლეთა ასაკობრივ ფსიქოლოგიაში“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

სამცხე–ჯავახეთში ჯამში 14 საჯარო სკოლაშია მანდატური.

მინისტრის მოადგილე: 'სკოლებში  დისციპლინა მოეშვა'

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ
ჯავახეთის სკოლებში მანდატურები პირველად შევიდნენ
სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
სკოლებში სწავლა 1–ლი თებერვლიდან განახლდება
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან
მანდატურებს 2019 წლიდან ხელფასი გაეზრდებათ